მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვერ ვიტყვი, რომ ტურიზმში ვაქცინაცია დაბალი ტემპით მიდის, მაგრამ უკეთესადაც შეიძლება"

60c72743b81cc
ვიქტორია მღებრიშვილი
14.06.21 15:35
638
„ვერ ვიტყვი, რომ ვაქცინაცია დაბალი ტემპით მიდის, თუმცა ყოველთვის უკეთესიც შეიძლება“ - ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანების ვაქცინაციის ტემპს შეეხებოდა.

„ვაქცინაცია დაწყებულია. იმისთვის, რომ ტურისტულ სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის ეს პროცესი უფრო კომფორტული ყოფილიყო, დამატებითი კაბინეტები გაიხსნა.

ჯანდაცვის სამინისტრომ გაითვალისწინა ჩვენი თხოვნა და აცრის დამატებითი კაბინეტი აჭარაშიც გაიხსნა. აქტიური ტურისტული სეზონია და ადამიანები არ უნდა მოცდნენ, რომ ვაქცინაციის გამო დასავლეთ საქართველოდან თბილისში ჩამოვიდნენ. იქვეა საშუალება, რომ გააგრძელონ ვაქცინაცია, თუმცა ვაქცინაცია ნებაყოფლობითი პროცესია.

მოვუწოდებთ ტურიზმში დასაქმებულ ადამიანებს, რომ პრიორიტეტული ვაქცინაციის უფლებით უფრო აქტიურად ისარგებლონ“, - განაცხადა მინისტრმა.