04.ოქტომბერი .2020 12:30

“ვერ ვიტყვით, რომ საჯარო სექტორში ცოტა ადამიანი მუშაობს, თუმცა დაბალი ხელფასებია”

views 505
უკან

ვერ ვიტყვით, რომ საქართველოში ცოტა ადამიანი მუშაობს, თუმცა დაბალი ხელფასებია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა FORBESკვირის ეთერში განაცხადა.

მაჭავარიანმა ხარჯების გადახედვაზე ისაუბრა და უპასუხა წამყვანის კითხვას, იგეგმება თუ არა ხარჯების უფრო აგრესიული გადახედვა.

„ჩვენი ხარჯების მოცულობა დაახლოებით ჩვენი ბიუჯეტის დეფიციტით განისაზღვრება. მომავალი წლის ბიუჯეტში დეფიციტი კი 5-6%-ის ფარგლებში იქნება. აქ ხარჯების ეფექტურობაზეა საუბარი. ხარჯების სტრუქტურა რამდენად შეიცვლება და როგორ იქნება ეს არის მნიშვნელოვანი. კაპიტალურ ნაწილში საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტებია, ათვისება საკმაოდ მძლავრია, ეფექტურობის კუთხით მგონია, რომ კარგად მივდივართ. როდესაც ვსაუბრობთ სხვა ნაწილში, იქ სხვადასხვა სფეროში მიმდინარე რეფორმებმა უნდა განაპირობონ ამ ხარჯების ეფექტურობა", - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

მინისტრმა მაგალითად მოიყვანა ჯანდაცვის და განათლების სისტემები და თქვა, რომ ორივე სფეროში მნიშვნელოვანი რეფორმებია გასატარებელი.

"მაგალითად, ჯანდაცვაში დაწყებული რეფორმა, რომელიც წლის დასაწყისში დაიწყო და იყო მთელი რიგი მნიშვნელოვანი ძვრები, რომელიც შეიძლება პანდემიამ ცოტა შეანელა.. საკმაოდ მნიშვნელოვანი რეფორმებია იქ გასაკეთებელი, რომ ამ ხარჯების სტრუქტურა და ხარისხი გაუმჯობესდეს. განათლების რეფორმამ განათლების ხარჯები და სტრუქტურა უნდა გააუმჯობესოს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის მმართველობითი რეფორმა. ჩვენ ვამბობთ, რომ ერთ-ერთი დაბალი შრომითი ანაზღაურება გვაქვს, დაბალი გვაქვს თანხაში, ვერ ვიტყვით რომ ცოტა ადამიანი მუშაობს, საკმაოდ ბევრი მუშაობს საჯარო სექტორში, თუმცა დაბალი ხელფასებია. რეფორმა ხარჯების შემცირება კი არ უნდა იყოს, რეფორმა უნდა იყოს უფრო მაღალი ხელფასები, მაგრამ ამავდროულად ცვლილება უნდა მოხდეს რაოდენობრივი კუთხით“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა