მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ვერ ვმუშაობთ, ვერ ვგეგმავთ, 1 ივლისს ტურისტები არ იქნებიან" – ალექსანდრე გიორგიძე

5ee7a56cb775c
ანუკა ჯოხაძე
15.06.20 22:00
1966
“ქვეყნებს უნდა შევთავაზოთ კონკრეტული რეგულაციები, რომელიც ჩვენ თვითონაც არ ვიცით”- ამის შესახებ BM.GE-ის გიდების საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ალექსანდრე გიორგიძემ განაცხადა. როგორც გიორგიძე ამბობს, გიდებსა და ტურ ოპერატორებს იმის გათვალისწინებით, რომ არ იციან, რომელი ქვეყნებიდან შეძლებენ პირველ ეტაპზე ტურისტების მიღებას, პროცესების დაგეგმვას ვერ ახერხებენ, ვერ იღებენ ჯავშნებს და ვერც კონკრეტულ რეგულაციებზე საუბარს ახერხებენ საქართველოში მოგზაურობის მსურველებთან.

“ვერ ვმუშაობთ, ვერ ვგეგმავთ, ვერ ვითვლით. 1 ივლისს ტურისტები არ იქნებიან, საერთოდ ივლისში თუ ვინმე ჩამოვიდა ეგეც ნაკლებად სავარაუდოა. არ გვაქვს ივლისის იმედი, ის რამდენიმე ქვეყანა, ვისთანაც იყო მოლაპარაკება, არ ვიცით, ჩაიშალა ეს მოლაპარაკება თუ რა მოხდა. ყველაფრის კორონავირუსით გამართლება ჩემი აზრით, არ არის მართალი. ქვეყნებს უნდა შევთავაზოთ ის კონკრეტული რეგულაციები, რომელიც ჩვენ თვითონაც არ ვიცით. შესაბამისად, იმათაც ვერაფერს ვერ ვეუბნებით", - ამბობს გიდების საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ალექსანდრე გიორგიძე.

შეგახსენებთ, 15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი გაიხსნა. 1 ივლისიდან კი იგეგმება საერთაშორისო ტურისტების მიღება.