მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვერა ქობალია: "არაორდინალური ნაბიჯები თუ არ გადავდგით, საქართველო უკან დარჩება"

5eb56bfd9604f
თელარა გელანტია
08.05.20 20:00
1067
"შეცდომების არ უნდა შეგვეშინდეს; შეიძლება, 10 ნაბიჯიდან ნახევარი იყოს შეცდომა, მაგრამ ეს პროგრესი, წინ ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია", - ესაა ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია საქართველოს მთავრობისთვის ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრისგან.

Bm.ge-ისთან ინტერვიუში ვერა ქობალიამ არასტანდარტულ ნაბიჯებზე საუბრისას ინდოეთის მაგალითი გამოყო.

"ინდოეთმა ამ რამდენიმე დღის განმავლობაში დიდი კამპანია დაიწყო. პრემიერ-მინისტრმა დაავალა აბსოლტურად ყველა ადგილობრივ მთავრობას, რომ თავისი გეგმა გამოიმუშაონ და იქ ერთმანეთს ეჯიბრებიან ამაში; გამოყვეს 2 ლუქსემბურგის ზომის ტერიტორია, როემლსაც უსასყიდლოდ აძლევენ ინვესტორებს, კიდევ ბევრი პრეფერენციაა.. და ეს საჭიროა, რადგან აბსოლუტურად ყველა ვიბრძვით ერთი და იგივე ინვესტორებისთვის, კაპიტალისთვის და არა მარტო ვიბრძვით, ეს ძალიან მოკლე პერიოდია, როცა გვაქვს საშუალება, დავაინტერესოთ ეს ჩაბარგებული ინვესტორები, შუა გზაში მოვატრიალოთ და ჩვენსკენ შემოვახედოთ, მაგრამ არ იქნება მარტივი... გაერო-ს თავდაპირველი პროგნოზით, დაახლოებით, 10-15 პროცენტით შემცირდება უცხოური ინვესტიციების ნაკადი წელს, მაგრამ ახლა გადააფასეს და 40%-მდეა პროგნოზი, ამიტომ ძალიან რთული იქნება ინვესტიციების მოზიდვა, თუმცა შესაძლებელია, მთავარია, რამდენად არის საქართველო მზად არაორდინალური ნაბიჯები გადადგას და არაორდინალური პირობები შესთავაზოს ინვსტორებს... ჩვენი მეზობლის აზერბაიჯანის მაგალითს მოგიყვებით; როგორც წესი ჩვენს მეზობლებს ვუყურებთ ისე, რომ ჩვენ მათზე უკეთესად მოვიზიდავთ ინვესტიციებს, მაგრამ უნდა შევხედოთ ყველას. აზერბაიჯანის საინვესტიციო სააგენტოს უფროსის ინტერვიუს ვუსმინე და როცა მას ჰკითხეს, რას აკეთებთ ახლაო, მისი პასუხი იყო შემდეგი - ერთადერთი რასაც ვაკეთებთ, ვრეკავთ და ტელეფონზე ვესაუბრებით კომპანიებს, მეტს არაფერს ვაკეთებთო... ვითომ მარტივად ჟღერს, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ერთადერთი, რასაც უნდა ვაკეთებდეთ და მე რომ მქონდეს საშუალება, ახლა შევქმნიდი ჯარს, შევკრებდი ადამიანებს სხვადასხვა სტრუქტურებიდან, სააგენტოებიდან, ვინც 24 საათის განმავლობაში დაკავდებოდნენ კომპანიებთან რეკვით და ერთი და იგივე ხმით, ერთი ისტორიით მოვუყვებოდი, რატომ უნდა აირჩიონ საქართველო ინვესტირებისთვის. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, თუ უკვე გაქვს წვდომა და იცნობ ამ ადამიანებს", - ამბობს ვერა ქობალია.

- ვერა, თქვენ ამბობთ, რომ ახლა არაორდინალური გადაწყვეტილებების დროა... როგორც ვიცი, არაერთი ქვეყნის მთავრობებთან მუშაობთ, ამიტომ რომელ ქვეყნებს გამოყოფიდთ, ვისი ეკონომიკური პოლიტიკაც, ქმედებები მოგწონთ ამ სიტუაციაში და შეიძლება ჩვენც გამოგვადგეს.

- ბევრი ქვეყანაა, ვისგანაც კონკრეტულ მაგალითებს ავიღებდი. მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნები საინტერესო ნაბიჯებს დგამენ, თუნდაც ტურიზმის მიმართულებით; ზოგიერთმა ქვეყანამ ქალაქის ზონირებაც კი შეცვალა და რესტორნებს და კაფეებს მისცეს უფლება, გარე სივრცეები გამიყენონ... კიდევ ბევრი მაგალითის მოყოლა შეიძლება. მოკლედ სტანდარტული აზროვნების ყუთის გარეთ უნდა დავიწყოთ ფიქრი და რაც უფრო უცნაურია იდეა, იმას ყველაზე უფრო საინტერესოდ უნდა შევხედოთ.

- და შეცდომების არ შეგვეშინდეს?

- ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. შეიძლება 10 ნაბიჯიდან ნახევარი იყოს შეცდომა, მაგრამ ეს პროგრესი, წინ ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია. ყველა ქვეყანა დგამს ახლ არაორდინალურ ნაბიჯებს და თუ არ ავყევით, ძალიან უკან დავრჩებით ჩვენ - საქართველო.