„ახლა, ყველა ქვეყანა, 24-საათიან რეჟიმში ტელეფონით ესაუბრება ინვესტორებს“ - ამბობს bm.ge-ისთან ინტერვიუში საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია. აქედან გამომდინარე, მისი მთავარი რჩევა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდისთვის შემდეგია: „ინვესტორებს ერთი ხმით უნდა მოვუყვეთ - რატომ საქართველო“.
„პირველ რიგში, საქართველოში უკვე მყოფ ინვესტორებს უნდა მოვეფეროთ და მხარი დავუჭიროთ არსებული გამოწვევების დაძლევაში“ - ესეც ვერა ქობალიას რეკომენდაციია, რადგან მიაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი ელჩები სწორედ ისინი არიან და შესაბამისად, მათ აქვთ რესურსი სხვა, პოტენციური ინვესტორების დარწმუნების.
გარდა ამისა, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ამბობს, ახლა, ყველა ქვეყანა, 24-საათიან რეჟიმში ტელეფონით ესაუბრება ინვესტორებს და ამ მიმართულებით, საქართველომაც უნდა იაქტიუროს.
- ვერა, იყო დრო, როცა მუშაობდა გზავნილები - დაბალი გადასახადები, ბიზნესის კეთების სიმარტივე და ა.შ, მაგრამ ეს იყო 10 წლის წინ და ახლა რა შეიძლება შესთავაზოს საქართველომ ინვესტორებს, რომ კარგად გავყიდოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი?
- მე მგონია, რომ ინვესტორი არ იცვლება და არც ის იცვლება, რაც ინვესტორს სჭირდება; გააჩნია რა სექტორში არის და რა სჭირდება. თუ წარმოებაა, ინვესტორი ეძებს პროდუქტიულ მუშა ხელს, სჭირდება საჯარო ინფრასტრუქტურა - გზა, წყალი, დაბალი გადასახდები და ა.შ. ეს ყველაფერი გასაგებია და ვიცით. ალბათ ახლა დაემეტება სიმარტივე ონლაინ კუთხით, ინტერნეტიზაციის მასშტაბი, რაც აუცილებელია და ყველა მაგას ითხოვს. მაგალითად, ახლა კანადაში სასამართლო სისტემასთან მაქვს შეხება და ისინი გადავიდნენ ონლაინ რეჟიმში საქმის წარმოებაზე და მოსმენებზე...
- ჩვენს სასამართლო სისტემას უფრო დიდი პრობლემები აქვს...
- ვიცით, რა პრობლემებია, მაგრამ ან ვიქნებით ამისთვის მზად ან შეგვიძლია გავაგრძელოთ კამათი და არაფერს მივაღწიოთ. ვფიქრობ, არასტანდარტული ნაბიჯები ახლა უნდა გადავდგათ.
ცნობისთვის: საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია ამჟამად კანადაში ცხოვრობს, სადაც ქალაქ ახალი ვესტმინსტერის მერიაში მრჩევლად მუშაობს. მისი ძირითადი ფუნქცია ინვესტიციების მოზიდვა, ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობა და ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებაა. გარდა ამისა, 2018 წლიდან ის Sandstorm-ის დირექტორია. Sandstorm იმ კომპანიებს აფინანსებს, რომლებიც ოქროს მოძიების პროცესში კაპიტალს ეძებენ. პარალელურად, საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი თანამშრომლობს დიდი ბრიტანეთი, ავსტრალიის, აზიის რამდენიმე ქვეყნის მთავრობებთან და ასევე, კერძო კომპანიებთან.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი