მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვერა ქობალია: პირველ რიგში, საქართველოში უკვე მყოფ ინვესტორებს უნდა მოვეფეროთ

5eb5689252ee1
თელარა გელანტია
08.05.20 18:15
1848
"საქართველო არაა ერთადერთი ქვეყანა, ვინც ახლა ინვესტიციების მოზიდვაზე ფიქრობს. აბსოლუტურად ყველა განვითარებული თუ განვითარებადი ქვეყანა ფიქრობს იმაზე, როგორ შეუძლია მას ჩაანაცვლოს თუნდაც მცირე პროცენტით ჩინეთი, ვიცით რა, მისი როლი მსოფლიო ეკონომიკაში ბოლო 10-20 წლის განმავლობაში", - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყიფილმა მინისტრმა ვერა ქობალიამ bm.ge-ისთან ინტერვიუში covid-19-ის გლობალურ ეკონომიკაზე გავლენის შეფასებისას და ამ სიტუაციაში საქართველოს მიერ გადასადგემელ ნაბიჯებზე საუბრისას განაცხადა.

"ყველა ქვეყანა, ვისთანაც ვთანამშრომლობ, ახლა 24-საათიან რეჟიმში არის ტელეფონზე, zoom-კონფერენციებით ესაუბრება იმ კომპანიებს, რომლებიც ათასობით და ათიათასობით გამოდიან ჩინეთიდან და უმტკიცებს, რატომ უნდა შევიდნენ მათ ქვეყნებში... ისინი ძალიან არაორდინალურ ნაბიჯებს დგამენ, რათა დააინტერესონ ეს კომპანიები", - ამბობს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი.

ვერა ქობალიას აზრით, ინვესტორებში, პირველ რიგში, ნდობა უნდა გამოვიწვიოთ.

"ჩვეულებრივი ადამიანისთვისაა რთული ჩაბარგება და ერთი სახლიდან მეორეში გადასვლა და წარმოიდგინეთ, როცა დიდ კომპანიაზე ვსაუბრობთ, რომელმაც საკუთარი წარმოება-დანადგარები უნდა გადმოიტანოს... ამიტომ მას უნდა ჰქონდეს ნდობა, რომ თუ საქართველოში გადმოვა, ეს არ იქნება ერთდღიანი გადასვლა... როგორ იქმნება ეს ნდობა?! მე და თქვენ რომ წავიდეთ და ვიღაც უცხო ადამიანს დავუწყოთ მოყოლა, რა კარგია საქართველოში, ბუნებრივია, ბევრად უფრო რთულია მისი დარწმუნება, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ მას საქართველოზე მოუყვება მისი მეგობარი, პარტნიორი, ვისთანაც წლებია აქვს კავშირი და შეხება. ვინაა მისი მეგობარი?! ესაა ის, ვისთანაც ბიზნეს ურთიერთობა ჰქონია ან ერთი და იგივე ქვეყნიდან არიან ან საერთო ნაცნობი ჰყავთ, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. მე მგონია, რომ, პირველ რიგში, უნდა მოვეფეროთ და დავეხმაროთ იმ ინვესტორებს, ვინც დღეს უკვე არიან საქართველოში, რადგან თუ ჩვენ გვინდა მოვიზიდოთ ეს ინვესტიციები, ჩვენი პირველი ელჩები არიან ისინი, ვინც უკვე აქ გვყავს და აკეთებენ ბიზნესს; სწორედ მათ უნდა თქვან, რომ კი - მარტივია საქართველოში ბიზნესი კეთება, კი - კომფორტულია და კი - ეს ყველაფერი, თან მომგებიანია", - აცხადებს ვერა ქობალია.