მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვერავის გავამტყუნებ თებერვალში ყველაფრის ჩაკეტვაზე, მაგრამ ეს დიდხანს გავწელეთ"

5eb56fb569ba2
ინგა მურუსიძე
08.05.20 18:58
1166
ვერავის გავამტყუნებ თებერვალში ყველაფრის ჩაკეტვაზე, მაგრამ ეს ჩაკეტვა ძალიან დიდხანს გავწელეთ, - ამის შესახებ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემების სპეციალისტმა დავით გზირიშვილმა Forbes Talks-ის ფორმატში გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში ისაუბრა.

"მე ვფიქრობ, სასწორზე დგას არა ჯანმრთელობა და ეკონომიკა, არამედ ჯანმრთელობა და ჯანმრთელობა, ანუ სიცოცხლე და სიცოცხლე. ეკონომიკის დამუხრუჭება აუცილებლად გიბრუნდება უკან ჯანმრთელობის და სიცოცხლის დანაკარგებით, სხავადასხვა განზომილებაში. ეს უკვე არის არარაციონალური, უგუნურება უფრო მეტად. მე მესმის, როცა დასაწყისში შეშინებული იღებ გადაწყვეტილებას და არკვევ, რა შემოგვესია, მაშინ აჩერებ ყველაფერს და ეს გასაგებია მხოლოდ ერთი კვირა, მაგრამ როცა შეკავება გრძელდება 6-9-12 კვირის განმავლობაში, უკვე იცვლება, რა დევს სასწორზე, ანუ ამ შემთხვევაში სასწორზე არანაკლები სიცოცხლე დგას", - განაცხადა გზირიშვილმა.

მისივე თქმით, მტკიცებულება, რომელსაც ყველა ადამიანი ელოდა, არის ის, რომ დაავადება მომაკვდინებელი არ არის, უარესებიც არსებობს.

"გავიდა დრო, დიდი ხანი დასჭირდა მსოფლიოს იმის გასაგებად, რომ თურმე დაავადების ვერაგობა იმაშია, რომ ვრცელდება სწრაფად, მაგრამ ისეთივე რაოდენობით მოყვება სიკვდილი, როგორც ეს ხდება სხვა გრიპის დროს. გამოჩნდა ოპტიმიზმის საფუძველი. ვერავის გავამტყუნებ თებერვალში ყველაფრის ჩაკეტვაზე, მაგრამ ეს ჩაკეტვა ძალიან დიდხანს გავწელეთ", - აღნიშნა მან.