მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვერც წარმოგიდგენიათ რა ხდება რეანიმაციაში, როგორ იხრჩობიან ადამიანები... ნუ დაგვხოცავთ"

5e9810fea28e2
ინგა მურუსიძე
16.04.20 12:07
8602
ვერც კი წარმოგიდგენიათ რა ხდება რეანიმაციაში, როგორ იხრჩობიან ადამიანები, ნუ დაგვხოცავთ, - ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

„მე სულ ვამბობ, ამ ვირუსის შესახებ არც მე ვიცი ბოლომდე, არც ჩვენი და არც მსოფლიოს სხვა ქვეყნების წამყვანმა ინფექციონისტმა. ერთადერთი ვიცით ის, რომ თუ მოვახერხებთ, რომ ფიზიკური დისტანცია დავიცვათ, არ დავსნებოვდებით და არ გავხდებით კოვიდ ინფიცირებულები, რომ არ შეგვექმნას ის სირთულეები, რაც ხდება მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. ჩვენმა ქვეყანამ სიტუაცია დაიჭირა, მაგრამ თუ ისე გავაგრძელებთ, როგორც ახლა მოსახლეობის ნაწილი აკეთებს, ექიმები ვერ ავუვალთ. ბატონ პაატას დიდ პატივს ვცემ და ნამდვილად ასე იქნება - დადგება დრო, როცა ქვეყანას ექიმები არ გვეყოფა. ჩვენც ადამიანები ვართ, გვაქვს რესურსი და შესაძლებლობა, მაგრამ არ გვეყოფა. არ მინდოდა ასე თქმა, სამი შვილი მყავს და უკვე თვენახევარია ჩემი ოჯახის არც ერთი წევრი არ მინახავს. განა არ მენატრება, იმაზე მეტად მენატრება, ვიდრე შეიძლება თქმა, მაგრამ ეს ცხოვრება დაგვიდგა. უნდა დავცილდეთ ერთმანეთს, რომ გადავრჩეთ. ვერც კი წარმოუდგენიათ ადამიანებს რა ხდება ჩვენთან რეანიმაციაში, როგორ იხრჩობიან ადამიანები, იმიტომ, რომ ოჯახის წევრები ერთმანეთს არ გაუფრთხილდნენ. თვითონ ახალგაზრდები „გამოძვრნენ“, მაგრამ ასაკოვანი ადამიანები მიჯაჭვული არიან ვენტილაციას და იხრჩობიან. ნუ გაგვიკეთებთ იმას, რომ ჩვენც დავიხოცოთ“, - განაცხადა რატიანმა.

რაც შეეხება ეკიპირებას, როგორც რატიანი ამბობს, ბუმბერაზი სამედიცინო დაწესებულებებიც კი ვერ გაუმკლავდნენ სიტუაციას უპასუხისმგებლო ადამიანების გამო.

„რაც იტალიაში ხდება, გამოიწვია „ღლიცინმა“. ნუ გავაკეთებთ ასე. სამი მიცვალებული გვყავს და ნუ ვიზამთ ისე, რომ ნულები მიემატოს. ერმა და ბერმა უნდა დაიცვას სოციალური დისტანცია ფიზიკური დაშორებით. თუ ვითარება გამწვავდება და სახლში არ დავეტევით, ქართული მედიცინა ვერ გაუმკლავდება“, - აღნიშნა რატიანმა.