მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვერცხლის ნაკეთობებზე მოთხოვნა კვლავ მაღალია - რა ღირს გრამი ვერცხლი?

63ce23590dbcc
თათია კაკიაშვილი
23.01.23 23:55
10401
„მიუხედავად იმისა, რომ იანვარი ყოველთვის ცოტა ჩავარდნილი თვეა, ვერცხლის ბიზნესში ეს არ შეიმჩნევა,“ - ამის შესახებ BMG-ის „ირმა სილვერის“ დილერმა ნელი ღუდუშაურმა განუცხადა. მისი თქმით, წელს იანვარში, ოქროზე შენარჩუნებულ მაღალ მოთხოვნასთან ერთად, ვერცხლის ნაკეთობებიც საკმაოდ გაყიდვადია.

ტურისტებში პოპულარობით კი ვერცხლის და მინანქრით მოპირკეთებული სამკაულები სარგებლობს. 925 სინჯის გრამი ვერცხლის ღირებულება კი, შარშანდელის მსგავსად, კვლავ 6 ლარს შეადგენს.

„იანვარი კარგად დავიწყეთ და გაყიდვებიც არის. ეს ბუნებრივია, ვერცხლზე გაზრდილ მოთხოვნაზეა დამოკიდებული. ტურისტებიც აქტიურად შემოდიან და შესაბამისად, ამ თვეში ჩავარდნა არ შეინიშნება. ვერცხლის ნაკეთობებზე ფასებიც ხელმისაწვდომია - 1 გრამის ღირებულება 6 ლარიდან იწყება. ვერცხლის ბიზნესში 2022 წელი განსაკუთრებულად მზარდი იყო, გაყიდვები და ვერცხლის შემოტანა ჩვენთან დიდი რაოდენობით იყო. წელს ფასები არც გაზრდილა და არც დაკლებულა, სტაბილურად იგივე დარჩა,“ - განაცხადა „ირმა სილვერის“ დილერმა ნელი ღუდუშაურმა.

რაც შეეხება საქართველოსთვის ვერცხლის საიმპორტო ბაზრებს, “ირმა სილვერში” აცხადებენ, რომ ქვეყანაში ვერცხლი უმეტესად ტაილანდიდან, ინდოეთიდან, იტალიიდან, ჩეხეთიდან და თურქეთიდან შემოდის.