28.ივლისი .2020 10:26

“ვერონამ” ახალი შოურუმის მშენებლობა დაასრულა - ინვესტიცია 4.5 მლნ ევროა

views 3045
უკან

დავით აღმაშენებლის ხეივანზე, თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით გამავალი მაგისტრალის გასწვრივ, საქალაქო სასამართლოს მოპირდაპირე მხარეს, იტალიური ავეჯის სახლი „ვერონა“ ახალ შოურუმს აშენებს. პროექტი დასკვნით ფაზაშია და მისი გახსნა ივლისის ბოლომდე იგეგმება.

შპს "ვერონა" პროექტის განხორციელების მიზნით, "საქართველოს ბანკის" თანადაფინანსებით 4.5 მლნ ევროს ინვესტიციას ახორციელებს და არანაკლებ 25 ადამიანს დაასაქმებს.

რაც შეეხება ახალი შოურუმის არქიტექტურას და ინტერიერს, შენობის პროექტირებაში მონაწილეობდნენ იტალიელი და ქართველი არქიტექტორები. შენობას საფუძვლად დაედო მწვანე კონცეფცია, სრულად მოერგო არსებულ მრავალწლოვან ნარგავებს და ფასადის მოსაპირკეთებლად შერჩეული იქნა ქართული ბუნებრივი ქვა. შესასვლელი თაღი მოიხატა ქართველი მხატვრების მიერ, რაც შენობის ექსტერიერის განსაკუთრებულობას კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენს.

შოურუმი მოიცავს სამ სართულზე გაშლილ 6 000 კვმ. საგამოფენო სივრცეს, სადაც წარმოდგენილია იტალიური წარმოების საოჯახო ავეჯი, სამზარეულოები, სამზარეულოს ტექნიკა, სანათები, ხალიჩები, დეკორაციები და აქსესუარები.
NS

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა