მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვერტმფრენებით თბილისის დეზინფექციაზე გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია" - მერიის პრესსამსახური

5e69387dc24ce
BM.GE
11.03.20 23:05
3490
თბილისის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელი მანანა თოქმაჯიშვილი "ფეისბუქზე" გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ვერტმფრენით დეზინფექციის ჩატარება არ შეესაბამება სიმართლეს.

განცხადებას სრულად გთავაზობთ:

"არც ჩვენ და არც ჩვენს ქალაქს და არც თქვენს სარეცხს არაფერი ემუქრება. დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, რასაც სპეციალისტები გვაწვდიან და პანიკის გარეშე, მშვიდად გადავატაროთ ეს რთული დღეები.

რაც შეეხება ვერტმფრენით დეზინფექციის ჩატარების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ვირუსულად ვრცელდება სოცქსელებში, რასაკვირველია, არის ტყუილი და ჩემი აზრით, ძალიან ცუდ დროს შერჩეული უკბილო ხუმრობა (იმედი მაქვს ბოროტი განზრახვა არ ჰქონია ავტორს).

აქვე ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ თბილისის მერია ყოველდღიურ რეჟიმში ატარებს დეზინფექციას ავტობუსებში, მეტროსადგურებში, მეტროს ვაგონებში, სერვისცენტრებში, უფასო სასადილოებში და ასე შემდეგ...სრულდება ყველა მითითება და რეკომენდაცია, რასაც საკოორდინაციო საბჭო გასცემს.

მშვიდობიან ღამეს და ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას", - წერს მანანა თოქმაჯიშვილი.