მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვესტ ბესტ ბლუბერი პლანტმა" სამეგრელოში ლურჯი მოცვი გააშენა

6245987be216f
BM.GE
31.03.22 16:03
1163
კომპანია „ვესტ ბესტ ბლუბერი პლანტმა" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიაში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, ლურჯი მოცვის ბაღი გააშენა და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 35 ტონა მოცულობის სამაცივრო მეურნეობა მოაწყო. კომპანია სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია.

კომპანიამ ლურჯი მოცვის გაშენებისა და სამაცივრო მეურნეობის მოწყობისთვის, ჯამურად 1.7 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა, მათ შორის, შეღავათიანი აგროკრედიტის თანხა 500 000 ლარს აღემატება.

ამასთან, „ვესტ ბესტ ბლუბერი პლანტმა" პროგრამით „დანერგე მომავალი“ 8 ჰექტარზე ლურჯი მოცვის ბაღის გაშენებისათვის თანადაფინანსება 115 000 ლარზე მეტი მიიღო. სოფლის განვითარების სააგენტოს ტექნიკური დახმარების პროგრამით კი ლურჯი მოცვის ბაღში საერთაშორისო სტანდარტის Global Gap დანერგვის პროცესი დაიწყო. კომპანია სასათბურე მეურნეობასაც ფლობს, სადაც 750 კვ. მ-ზე ლურჯი მოცვია გაშენებული.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „ვესტ ბესტ ბლუბერი პლანტმა" სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის პროგრამით, 23 000 ლარზე მეტი ღირებულების მულჩერი და ჰერბიციდის შემასხურებელი დანადგარი შეიძინა, საიდანაც 8 000 ლარზე მეტი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია.

ლურჯი მოცვის ბაღი დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ დაათვალიერა.