მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვეტერანების საქმეთა სამსახურის დირექტორმა 2019 წელს 10,371 ლ საწვავი მოიხმარა - IDFI

5efceb5b330b9
თამთა ჯიჯავაძე
02.07.20 00:05
1658
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა 2019 წელს 10,371 ლიტრი საწვავი მოიხმარა და 50,200 კმ დაფარა, – ამის შესახებ IDFI-ი წერს, რომელმაც სამინისტროებს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სხვა დამოუკიდებელი უწყებების ავტოპარკის და მათი განკარგვის პრაქტიკის ანალიზი გააკეთა. აღსანიშნავია, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ამჟმადაც და გასულ წელსაც ვლადიმერ იმნაძე იყო.

როგორც IDFI წერს, 2019 წლის დეკემბერში მათ 90-მდე საჯარო დაწესებულებას მიმართეს ბალანსზე რიცხული ავტომობილების, საწვავის ლიმიტების დამდგენი ნორმატიული აქტების და 2018-2019 წლებში საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯების შესახებ, ასევე, თანამდებობის პირებზე განპიროვნებული ავტომობილების მიერ დაფარული კილომეტრაჟისა და მოხმარებული საწვავის ზუსტი ოდენობის შესახებ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით. 

მიღებული ინფორმაციის შედეგად კი შემდეგი მიგნებები გააკეთეს:

- 122 თანამდებობის პირმა 2019 წელს 425,000-მდე ლიტრი საწვავი მოიხმარა, რაც სახელმწიფოს დაახლოებით მილიონი ლარი დაუჯდა.

– თანამდებობის პირებისთვის დაწესებული ყოველთვიური საწვავის ლიმიტები 140 ლიტრიდან 850 ლიტრამდე მერყეობს. ყველაზე მაღალი ლიმიტით გამოირჩევა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი (თვეში 850 ლიტრი). 

როგორც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით ირკვევა, სამსახურს 2019 წელს 15 ერთეული ავტომობილი ჰყავდა – ღირებულებით 445 569 ლარი. საერთო ჯამში კი საწვავზე გახარჯულმა თანხამ შეადგინა 90 805 ლარი, ხოლო ტექმომსახურებაზე გაწეულმა ხარჯმა 29 344 ლარი.