მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვფიქრობ, ძალიან დიდი კონკურენცია იქნება - ვეფხვაძე CFD-აუქციონებზე

63fdffa06d62e
ინგა მურუსიძე
28.02.23 17:29
669
განახლებადი ენერგოპროექტების მხარდასაჭერად CFD-მექანიზმით პირველი აუქციონები უკვე გამოცხადდა. მთავრობამ აუქციონზე ჯამში 300 მეგავატის სიმძლავრის პროექტები გამოიტანა. PPA ხელშეკრულებებისგან განსხვავებით, CFD მოდელში სახელმწიფო არ შედის ინვესტორებთან პირდაპირ მოლაპარაკებებში. ამის ნაცვლად, CFD კონტრაქტები აუქციონის პრინციპით გაფორმდება და დაფინანსებას მიიღებს მხოლოდ ის, ვინც აუქციონში საუკეთესო ფასს დააფიქსირებს. 

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე ელის, რომ აუქციონებში მაღალი ინტერესი იქნება.

„ბოლო პერიოდში გლობალურად მიმდინარე მოვლენებმა და ენერგეტიკაზე მოთხოვნის ზრდამ გამოიწვია გაცხოველებული საინვესტიციო ინტერესი ელექტროენერგიის გენერაციის ტექნოლოგიებში. ჩვენ არ გვქონია ქარი და მზე, იცით, რომ გამოტანილია 70 მეგავატი ქარის და 70 მეგავატი მზის შემთხვევაში. ეს იქნება ალბათ აქტიური პროცესი. გარდა ამისა, არის 150 ჰიდროენერგეტიკული ნაწილი. მე ვფიქრობ, ძალიან დიდი კონკურენცია იქნება“, - განაცხადა ვეფხვაძემ.

ის დასძენს, რომ მოთხოვნა იქნება გაცილებით მაღალი, ვიდრე სიმძლავრეებია გამოტანილი.

„ეჭვი არ არსებობს, რომ სიმძლავრეები შეივსება, ალბათ ტარიფი იქნება გადამწყვეტი. თავის დროზე გენერაციის ობიექტები ეხვეწებოდნენ ფინანსთა სამინისტროს 6 ცენტს. საინტერესოა, იქნება თუ არა ახლა 6 ცენტი. მე დარწმუნებული ვარ, იქნება უფრო მაღალი, ვიდრე 6 ცენტი და კიდევ უფრო დავრწმუნდებით, რომ 2-3 წლის წინ რომ ეს ობიექტები აგვეშენებინა, გაცილებით იაფი ელექტროენერგია გვექნებოდა, ვიდრე დღეს აშენებული ელექტროსადგურებისგან“, - თქვა ვეფხვაძემ.