14.მაისი .2021 09:45

ვფიქრობ, ერთხელ მაინც უნდა შევთანხმდეთ, როგორი ჯანდაცვის სისტემა გვინდა – გამყრელიძე

ვფიქრობ, ერთხელ მაინც უნდა შევთანხმდეთ, როგორი ჯანდაცვის სისტემა გვინდა – გამყრელიძე
views 342
უკან

"ვფიქრობ, ერთხელ მაინც უნდა შევთანხმდეთ, როგორი ჯანდაცვის სისტემა გვინდა", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ Forbes Taltk-ში სტუმრობისას განაცხადა და დასძინა, რომ ამით ჯანდაცვის სისტემამ სხვა ყველა სექტორს მაგალითი უნდა მისცეს, მათ შორის - პოლიტიკოსებს.

"ამაზე ყველა ვსაუბრობთ, რომ ერთხელ მაინც ყველა შევთანხმდეთ და ჯანდაცვის სფერომ, როგორც სამაგალითომ, ქვეყნის პოლიტიკოსებს უჩვენოს მაგალითი, რომ ჩამოვყალიბდეთ, რა ტიპის ჯანდაცვის სისტემა გვინდა. აღარ გვინდა წარსულზე ლაპარაკი; ყველაფერი ახალგაზრდებზეა დამოკიდებული. განათლება და ჯანმრთელობა ამ ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ამიტომ ჯანდაცვამ უნდა მისცეს მაგალითი ყველას, უნდა შევთანხმდეთ, რომ მომავალი 10-15 წლის მანძილზე ამა თუ იმ გზით უნდა წავიდეს. ბევრი განათლებული ადამიანია საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც, რომლებსაც შეუძლიათ ქვეყნის სწორ რელსებზე დაყენება. ეს იქნება მაგალითი ბევრი სფეროსთვის", - განაცხადა გამყრელძემ და ისურვა, რომ ეს მაშინ მოხდეს, როცა ის ჯერ კიდევ აქტიურ საქმიანობას ეწევა.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა