მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვფიქრობ, საქართველოს ეკლესია მიჰყვება დღეს დადგენილ რეკომენდაციებს - ამირან გამყრელიძე

5e885b8a39204
ვიქტორია მღებრიშვილი
04.04.20 14:12
928
ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო და ეს ეხება ყველას, ამიტომ ვფიქრობ, საქართველოს ეკლესია მიჰყვება იმ რეკომენდაციებს, რომელიც დღეს მთლიანად საზოგადოებისთვის გახლავთ მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მოვლენებს წინ არ უნდა გავუსწროთ, ვინაიდან საპატრიარქო ითვალისწინებს იმ რეკომენდაციებს, რომელსაც ჯანდაცვის ორგანიზაციები გასცემენ.

„საქართველოს ეკლესიამ და საპატრიარქომ ამ პერიოდში გააკეთა ორი მნიშვნელოვანი განცხადება, სადაც მათ მოუწოდეს მრევლს და იქ იყო ძალიან ბევრი ის რეკომენდაცია, რომელსაც იძლევა ჯანდაცვის სფერო და მათ შორის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ამიტომ მოდით, წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს.

ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია თქვენ იცით - ქვეყანაში არის საგანგებო მდგომარეობა, ბევრი ადამიანის ერთად თავშეყრა აკრძალულია. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო და ეს ეხება ყველას, ამიტომ ვფიქრობ, საქართველოს ეკლესია მიჰყვება იმ რეკომენდაციებს, რომელიც დრეს მთლიანად საზოგადოებისთვის გახლავთ მნიშვნელოვანი, რამეთუ ეკლესიის და ჩვენი ყველას ძირითადი მიზანი გახლავთ ის, რომ მოსახლეობა იყოს ჯანმრთელი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.