04.მაისი .2021 16:46

ვფიქრობ, სინოვაკით ვაქცინაცია 2-3 კვირაში დაიწყება - გაბუნია

ვფიქრობ, სინოვაკით ვაქცინაცია 2-3 კვირაში დაიწყება - გაბუნია
views 203
უკან

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ფიქრობს, რომ მომდევნო 2-3 კვირაში ქვეყანაში სინოვაკით ვაქცინაცია დაიწყება, თუმცა როგორც გაბუნია განმარტავს, ეს პროცესი გარკვეულწილად დამოკიდებულია ლოგისტიკაზე.

როგორც ცნობილია, სინოვაკის 100 000 დოზა საქართველომ ჩინეთისგან საჩუქრად მიიღო, თუმცა მისით ვაქცინაცია ჯერ დაწყებული არ არის.

"ვფიქრობთ, სინოვაკით აცრა მომდევნო 2-3 კვირის განამვლობაში დაიწყება. ეს დაკავშირებულია გარკვეულწილად ლოჯისტიკურ საკითხებთან, დამატებითი აცრის წერტილების მობილიზებასთან. ასევე ვფიქრობთ, ავტორიზაცია როცა ექნება ორივე ვაქცინას (სინოფარმი, სინოვაკი), უფრო აქტიურად შევძლებთ ორივე პრეპარატის აქტიურ გამოყენებას. ვფიქრობ, მომდევნო 2-3 კვირა იქნება ის პერიოდი, როცა სინოვაკთან დაკავშირებითაც მოემზადება ქსელი, მომზადდება შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები და სინოვაკიც დაემატება აცრის არჩევანის მენიუს” – განაცხადა თამარ გაბუნიამ “რუსთავი 2-ის” ეთერში.


გაბუნია ამბობს იმასაც, რომ "ჯონსონ ენდ ჯონსონის" ვაქცინა სექტემბრამდე ადრე ხელმისაწვდომი არ იქნება.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა