მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვფიქრობ, წელს გაცილებით უკეთესი მოსავალი გვექნება - ოთარ შამუგია თხილზე

64830065c6787
BM.GE
09.06.23 20:45
782
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შექმნილ კადასტრში 47 000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღია რეგისტრირებული. მათ შორის, 44 000 ჰექტარზე მეტი 0,2-3 ჰექტრის ფართობის, დაახლოებით 3 000 ჰექტარი კი, 3 ჰა-ზე მეტი ფართობის ბაღია.

პროგრამის ფარგლებში შექმნილ სამუშაო ჯგუფში დასაქმებული იყო 140-ზე მეტი კადასტრის ოპერატორი, რომელთა შერჩევაც ადგილობრივი ახალგაზრდებისაგან მოხდა. მათ გადამზადების სპეციალური კურსი გაიარეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს სამუშაო ჯგუფის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში სამუშაო ჯგუფის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ გააცნო. ოთარ შამუგიას თქმით, მასშტაბური სამუშაოები მცირე დროში და მაღალი პროფესიონალიზმით განხორციელდა.

„ყველაფერი გაკეთდა, რომ მიზნობრივი დახმარება გაგვეწია ფერმერებისთვის. ვფიქრობ, პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. პარალელურ რეჟიმში, წლებია ვახორციელებთ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს. სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად მუშაობას, რათა მავნებელთან ბრძოლა ეფექტიანი იყოს. ერთობლივი ძალისხმევით, ვფიქრობ, წელს გაცილებით უკეთესი მოსავალი გვექნება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

აღსანიშნავია, რომ თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე, თხილის კადასტრში ბაღების რეგისტრაციის მიზნით, კადასტრის ოპერატორების ვიზიტი 300-მდე სოფელში განხორციელდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, სამეგრელოს რეგიონში ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე იმყოფებოდნენ.