მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ვფიქრობდი, რომ უფრო მეტ სავალუტო რეზერვს დავხარჯავდით” - კობა გვენეტაძე

5ed8f5a6c5c5e
შოთა ტყეშელაშვილი
04.06.20 17:21
1227
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტში გამართულ სხდომაზე განაცხადა, რომ მას ლარის გაუფასურების ფონზე უფრო მეტი სავალურო რეზერვის დახარჯვის მოლოდინი ჰქონდა. თუმცა, გვენეტაძის თქმით, ფაქტობრივად კრიზისის საპასუხოდ რეზერვების თავდაპირველად პროგნოზირებული მოცულობით ხარჯა საჭირო არ აღმოჩნდა.

“მე ვფიქრობრი, რომ უფრო მეტ რეზერვს დავხარჯავდით, ვიდრე დღეს დავხარჯეთ, ასე რომ წინასწარ ამის თქმა [თუ რა მოცულობის ინტერვენცია განხორციელდება] შეუძლებელია. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ რამდენიც საჭირო იქნება იმდენს გავყიდით,”- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა COVID-19-ისა და ნავთობის ფასების ვარდნისგან გამოწვეული ეკონომიკური შოკის საპასუხოდ პირველი სავალუტო ინტერვენცია 13 მარტს განახორციელა. მაშინ გაყიდული თანხის მოცულობამ $20 მილიონი დოლარი შეადგინა. მას შემდეგ სავალუტო ბაზარზე კიდევ 4 ინტერვენცია განხორციელდა, საიდანაც სამი $40 მილიონი დოლარის, ერთი კი $20 მილიონი დოლარი იყო.

ჯამურად, კრიზისის ფონზე, ეროვნულმა ბანკმა $160 მილიონი დოლარი გაყიდა.

რაც შეეხება სავალუტო რეზერვების ჯამურ ოდენობას, ის საერთაშორისო დონორების დახმარების ფონზე მზარდია. 31 აპრილისთვის რეზერვების მოცულობამ $3.47 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით $77 მილიონი დოლარით მეტია.