Galt&Taggart-ის მმართველმა პარტნიორმა ოთარ შარიქაძემ და ანალიტიკოსმა გიორგი ცქიტიშვილმა გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში საინვესტიციო ბანკების 2023 წლის მოლოდინებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მომავალი წელი, შესაძლოა, კვლავ რთული იყოს, განსაკუთრებით პირველი ექვსი თვე, წლის მეორე ნახევარში კი, პოზიტიური ტენდენციები შეიმჩნევა.
„ჩვენ შევკრიბეთ რამდენიმე დიდი საინვესტიციო ბანკის მონაცემები, რომლებიც ფარავენ 2023 წელს და შევეცადეთ, ჩვენი მომხმარებლისთვის მარტივ ენაზე გვეთარგმნა მათი მოლოდინები, რაც ჯერ კიდევ ნეგატიური რჩება, რადგან საკმაოდ რთულ პროცესებს გადის ეკონომიკა - გამოწვევა არის ინფლაცია, ომი, ჩინეთის კოვიდპანდემიის რეჟიმში დარჩენა და ამიტომ, ვფიქრობთ, გლობალურად 2023 წელი კვლავ რთული იქნება, განსაკუთრებით პირველი 6 თვე, ალბათ წლის მეორე ნახევარში უფრო მეტი პოზიტიური ტენდენცია შეიმჩნევა", - განაცხადა ოთარ შარიქაძემ.
Galt&Taggart-ის ანალიტიკოსი კიდევ ერთი ანალიტიკოსი გიორგი ცქიტიშვილი აღნიშნავს, რომ 2023 წლის ნაკლებ მტკივნეულ წლად განხილვა ბოლო პერიოდში აშშ-სა და ევროპაში ინფლაციის შემცირებით არის გამოწვეული.
„2022 ძალიან რთული წელი იყო, ბევრი ფუნდამენტური ცვლილება გატარდა ეკონომიკაში, შესაბამისად, გაურკვევლობაც ძალიან დიდი იყო, ბოლო თვეების განმავლობაში შეინიშნება, რომ ინფლაცია მცირდება როგორც ამერიკაში ისე ევროპაში, წლის განმავლობაში პირველად შემცირდა ინფლაცია, სწორედ ესა იმის მიზეზი, რომ ანალიტიკოსები 2023 წელს შედარებით ნაკლებ მტკივნეულად განიხილავენ. რაც შეეხება ჩინეთის პანდემიის პირობებში დარჩენას, ამ საკითხზე რთულია პროგნოზი გვქონდეს, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო პერიოდში განვითარებული ვითარება უბრალოდ დიდი ტენდენციის ნაწილია, რომელიც ნელ-ნელა ქვემოთ მოდის, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ესეც ეტაპობრივად შემსუბუქდება", - აცხადებს გიორგი ცქიტიშვილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი