მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვფიქრობთ, 4 ოქტომბრიდან სასწავლო ოთახებში გაგრძელდება სწავლა - თამარ გაბუნია

614857aee9563
ინგა მურუსიძე
20.09.21 18:40
253
"სკოლების უსაფრთხო გახსნისთვის წინადადებები მზადდება", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, მთავარი მიზანი სკოლების გახსნა და შემდეგ ამის შენარჩუნებაა.

„მნიშვნელოვანია, რომ უკვე გახსნილი სკოლის დახურვა აღარ მოგვიწიოს. ამასთან დაკავშირებით ახლა NCDC და განათლების სამინისტრო დამატებით ამზადებენ წინადადებებს, სკოლების უსაფრთხო გახსნასთან დაკავშირებით.

ჯერჯერობით, 4 ოქტომბერი არის ის თარიღი, როცა ვფიქრობთ, რომ საკლასო ოთახებში გაგრძელდება სწავლა; მანამდე
მნიშვნელოვანია, რომ სტაბილიზაციის უკეთესი მდგომარეობა გვქონდეს ქვეყანაში და გადაწყვეტილებაც ამის მიხედვით მივიღოთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის სწავლების პროცესი ონლაინ-რეჟიმში მიმდინარეობს.