მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვფიქრობთ, მეორე აცრისთვის დოზები ყველასთვის საკმარისი უნდა იყოს - თამარ გაბუნია

609e730247bbc
ინგა მურუსიძე
14.05.21 17:11
762
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, Covid 19-ის ვაქცინა "სინოფარმით" აცრილებისთვის 21-ე დღეს დოზები საკმარისი იქნება.

საქმე ის არის, რომ მოქალაქეების ნაწილი მეორე დოზის გასაკეთებლად რეგისტრაციას ვერ ახერხებს. ნაწილი კი (მაგალითად კლინიკა "ვივამედში" აცრილების ნაწილი) აცხადებს, რომ რეგისტრაციის პორტალზე მათი პირველი აცრა დაფიქსირებული არ არის. კლინიკაში bm.ge-ს უთხრეს, რომ მათი მხრიდან დოკუმენტაცია სრულად არის გადაგზავნილი.

"ორი დღის განმავლობაში საინფორმაციო სამსახური ძალიან აქტიურად მუშაობდა იმ ხარვეზების გამოსწორებაზე, რაც დაფიქსირდა, მას შემდეგ რაც გაიხსნა რეგისტრაცია "სინოფარმის" მეორე დოზაზე და "ასტრაზენეკაზე" 45 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებში.

რაც შეეხება გარანტირებული ადგილების რაოდენობას თბილისში, დღეისთვის იმაზე მეტი ადგილია დედაქალაქში, ვიდრე მაშინ, როცა "სინოფარმით" ვაქცინაცია დავიწყეთ. ვფიქრობთ, დოზები ყველასთვის საკმარისი უნდა იყოს 21-ე დღეს. შემოდის თხოვნები მოქალაქეებისგან, რომლებიც ზუსტად 21-ე დღეს ვერ ახერხებენ რეგისტრაციას და ამ საკითხს დამატებით განვიხილავთ", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.