13.დეკემბერი .2022 10:57

ვფიქრობთ, ომის დასრულების შემდეგ საშუალება გვექნება სკანდინავიის ქვეყნებშიც ვიფრინოთ - Wizz air

ვფიქრობთ, ომის დასრულების შემდეგ საშუალება გვექნება სკანდინავიის ქვეყნებშიც ვიფრინოთ - Wizz air
views 442
უკან

Wizz air-ის ავიამიმართულებების განვითარების ოფიცერი ეველინ ჯეკელი ამბობს, რომ ომის პირობებში ქუთაისიდან სკანდინავიის ქვეყნების მიმართულებით ფრენების დაწყება შეუძლებელია.

“ნამდვილად განვიხილავთ სკანდინავიის მიმართულებით ფრენებს, თუმცა უკრაინის საჰაერო სივრცის დახურვის გამო ამ ეტაპზე ამის გაკეთება შეუძლებელია. ვფიქრობ, როგორც კი ომი დასრულდება საშუალება გვექნება სკანდინავიის მიმართულებითაც ვიფრინოთ”,-ამბობს ის.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან Wizz air ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანია ივნისიდან ბრიუსელის, მადრიდის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებებით იფრენს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა