მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვფიქრობთ ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას" - "თეგეტა მოტორსის" 2020 წლის გეგმები

5e5d32efe8b45
ლევან თაღიაშვილი
02.03.20 21:14
1824
"თეგეტა მოტორსის" გენერალური დირექტორი, ავთანდილ წერეთელი 2020 წლის მთავარ მოვლენად კომპანიისთვის 25 წლის იუბილეს ასახელებს. მისი თქმით, "თეგეტა მოტორსი" ამ მოვლენისთვის დიდი ხანია ემზადება და აქტიურობა ყველა მიმართულებით იგეგმება.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვიზრუნოთ მომხმარებლების კომფორტზე და ზოგადად, ცხოვრების დონის ამაღლებაზე. 2020 წლის მთავარი მოვლენა ჩვენთვის 25 წლის იუბილე იქნება. წელს გვსურს, განსაკუთრებული წელი იყოს, ამაზე ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს შევთანხმდით. ეს შეეხება აბსოლუტურად ყველა მიმართულებას, დაწყებული მომხმარებელზე ზრუნვით, დამთავრებული სხვადასხვა პროდუქტების და პროექტების შეთავაზებით, წამახალისებელი აქტივობებით, CSR-ით, ფინანსური შედეგებით და ა.შ", - განაცხადა წერეთელმა.

მისი თქმით, "თეგეტა მოტორსი" წელს ინფრასტრუქტურული პროექტების ხელშესაწყობად ტექნიკაზე ხელმისაწვდომობას გაზრდის და ლიზინგის პროდუქტებს მომხმარებლებს აქტიურად წარუდგენს.

"წელს B2B სეგმენტზე და ბიზნესის მხარდაჭერაზე ზრუნვას აუცილებლად გავაგრძელებთ. ჩვენი მოლოდინებით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება წელსაც გაგრძელდება. აქ ჩვენ მნიშვნელოვნად ვართ ჩართულები და ვფიქრობთ ტექნიკის ხელმისაწვდომობის გაზრდას, ლიზინგის პროდუქტებით კიდევ უფრო მეტად გვინდა ვუბიძგოთ ბაზარს, რომ ახალ ტექნიკაზე გადავიდეს. ეს ეხება როგორც ახალ, ისე მეორად ტექნიკას, რადგან აქაც ძალიან დიდია განსხვავება. ეკონომიკურად და უსაფრთხოების კუთხით გაცილებით უფრო გამართლებულია განახლებული ტექნიკის ქონა მიუხედავად იმისა, რომ უფრო მეტი ინვესტიცია სჭირდება. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა", - ამბობს "თეგეტა მოტორსის" გენერალური დირექტორი.

ავთანდილ წერეთელმა ახალი პროექტები მსუბუქი ავტომობილების სეგმენტშიც დააანონსა და აღნიშნა, რომ ამ თვეში Porsche ელექტრომობილის პრეზენტაციას გამართავს.

"გავაგრძელებთ საბითუმო პარტნიორებისა და დილერების მხარდაჭერას. სიახლეები გვექნება მსუბუქი ავტომობილების კუთხით. ამ თვეში იქნება "პორშეს" ელექტრომობილის პირველი პრეზენტაცია. ასევე "ტოიოტას" მიმართულებით დიდი სიურპრიზი გვექნება ბათუმელი მომხმარებლებისთვის. წელს აქტიურად ვიმუშავებთ ინტეგრირებულ ონლაინ სივრცეზე, სადაც მომხმარებელი შეხვდება "თეგეტას", მომსახურების სრული ასორტიმენტით", - განაცხადა მან.