მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ვფიქრობთ, წელს ოპერირებას უზბეკეთსა და ყაზახეთში დავიწყებთ” - კომპანია Wempler-ი

6474627d07fb6
გიორგი არონია
29.05.23 16:10
2604
“ვფიქრობთ, Wempler-ი 2023 წელს უზბეკეთში, ყაზახეთსა და საქართველოში იქნება”, - ასე პასუხობს კომპანიის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით BM.GE-ის მიერ დასმულ შეკითხვას ქართული ტექნოლოგიური პლატფორმა Wempler-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი ხელმძღვანელი სანდრო თავხელიძე. მისივე თქმით, გაშვებიდან რვა თვის შემდეგ, კომპანიამ 10 ათასზე მეტი დავალება შეასრულა, რა დროსაც მომხმარებელთა შენარჩუნების 67%-იანი მაჩვენებელი დააფიქსირა.

“სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, გვინდა საქართველოს დიდ ქალაქებში გავმყარდეთ და შემდეგ, რეგიონში გავიდეთ. უზბეკეთში მომხმარებლებთან და პარტნიორებთან მინი-კომუნიკაცია დავიწყეთ და ვფიქრობთ, რომ 2023 წელს უზბეკეთში, ყაზახეთსა და საქართველოში ვიქნებით”, - აღნიშნავს სანდრო თავხელიძე.

შეგახსენებთ, რომ Wempler-ი ექსკლუზიური დავალებების დელეგირების პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში ეხმარება. სანდრო თავხელიძის თქმით, მომხმარებელმა Wempler-ს ტექსტური ან ხმოვანი შეტყობინებით ან სატელეფონო ზარით უნდა მიმართოს, რის მერეც, კომპანია მომხმარებელს რამდენიმე პროვაიდერს შესთავაზებს. Wempler-ის სერვისების პროვაიდერებიც რეგისტრირებული მომხმარებლები არიან, რომელთაც კომპანია მათი უნარებისა და დროის სანაცვლოდ დამატებითი შემოსავლის გენერირების საშუალებას აძლევს. ამ ეტაპზე, Wempler-ის აპლიკაციაში 50-ზე მეტი კატეგორია არის წარმოდგენილი, მათ შორის მანქანის გარეცხვა, სარეცხის გაფენა და ძაღლის გასეირნება.