მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვფიქრობთ, წლის ბოლოს 200-მდე დეველოპერს დავიმატებთ - Sweeft Digital

628119e79dcdf
მარიამ ვარადაშვილი
15.05.22 19:10
1861
Sweeft Digital წლის ბოლომდე დამატებით 200-მდე დეველოპერის დასაქმებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელი ვაკო თურნავამ გადაცემა “ბარში” განაცხადა.

ამას გარდა, თურნავა ამბობს, რომ კომპანია საინფორმაციო ტექნოლოგიებში სხვადასხვა მიმართულებით ათასამდე ადამიანს გადაამზადებს.

“ვფიქრობთ, წლის ბოლოს დაახლოებით 200 დეველოპერს დავიმატებთ. ასევე აგვისტოს ბოლოს “სვიფტის” აკადემიის გაკეთებას ვაპრებთ, სადაც შევძლებთ ათასამდე დამწყები დეველოპერი გადავამზადოთ, რადგან ამ მიმრთულებით ქვეყანაში დიდი მოთხოვნაა. სტაჟირებაზე პირველი ვაკანსია რომ გამოვაცხადეთ დაახლოებით 1000 CV შემოგვივიდა. რეალურად 60 ადამიანი აგვყავდა. აღმოჩნდა, რომ გამოგზავნილი CV-დან ნახევარს ჩვენს სფეროში არანაირი განათლება არ ჰქონდა, თუმცა ეს იმის ნიშანი იყო, რომ ხალხს პროფესიის შეცვლის სურვილი აქვს, რადგან იციან ამ სფეროს რა სარგებელი მოჰყვება. ასევე, რა თქმა უნდა, პროექტებს ვიმატებთ. ახალი ქვეყნები ისრაელი და ბელგია დავამატეთ”, - აცხადებს თურნავა.