მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვგეგმავთ გავხსნათ ცენტრები, სადაც მოქალაქეები ნარჩენების ჩაბარებას შეძლებენ - თბილისის მერია

6331ba4773b9f
ანუკა ჯოხაძე
26.09.22 21:00
805
თბილისის მერიამ დღეს თბილისის ნარჩენების მართვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა. სტრატეგია, რომელიც წლების განმავლობაში მუშავდებოდა, ამ მიმართულებით წლების წინ სახელწმიფო დონეზე შემუშავებულ ნარჩენების მართვის კოდექსთან თანხვედრაშია.

დედაქალაქის ნარჩენების მართვის სტრატეგიაზე მუშაობა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად წლებია მიდის. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, სტრატეგია აერთიანებს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ნარჩენების სეპარაცია, მათი გადამუშავება და ნაგავსაყრელებზე ელექტროენერგიის წარმოება.

თბილისის მერის მოადგილის, ანდრია ბასილაიას თქმით, დედაქალაქი ნარჩენების სრულად სეპარირებაზე 2-3 წლიან ჭრილში გადავა, რისთვისაც, გეგმის მიხედვით, მერიის მხრიდან კონკრეტული აქტივობებია დაგეგმილი, მათ შორის შესაბამისი ნაგვის ურნების განთავსებაც, რომელიც ნარჩენების სეპარირების საშუალებას იძლევა. ამასთან, ერთად ბასიალაია ამბობს, რომ გეგმაშია სორტირების ხაზის მოწყობაც.

“ორი მთავარი პრობლემაა, რომელიც პირველ რიგში იქნება მოგვარებული. ეს არის გაზშემკრების მშენებლობა, არსებულ უჯრედებზე არის სახიფათო მდგომარეობა. ასევე დაიწყება სორტირების ხაზის მშენებლობა, რომელიც ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, რომ დავიწყოთ სეპარირებული შეგროვება. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ დამატებით ურნების შეძენა არ გვჭირდება. დედაქალაქში სეპარირებული ურნების განთავსება არსებული ურნების გათვალისწინებით მოხდება. ვთვლი, რომ 2-3 წელიწადში, ეს არის რეალური ვადა, როცა შეგვიძლია ფართო მასშტაბით გადავიდეთ სეპარირებულ შეგროვებაზე.

ვგეგმავთ, რომ გავხსნათ რამდენიმე რეციკლირების ცენტრი, სადაც მოქალაქეები შეძლებენ ნარჩენების მოტანას და ჩაბარებას. ეს მათ შესაძლებლობას მისცემს ჩააბარონ სხვადასხვა სახიფათო და სეპარირებული ნარჩენი. იქნება საინფორმაციო კამპანიებიც,”-აცხადებს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია.