დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა განვლილი ერთი წლის საქმიანობა შეაჯამა. ღონისძიება თამარ გაბუნიამ გახსნა. ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ყურადღება ცენტრის სამეცნიერო საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა.
თამარ გაბუნიას განცხადებით, მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების საქმეში, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობით, ქვეყანაში არაერთი წარმატებული ინიციატივა განხორციელდა.
ცენტრის 2022 წლის ანგარიში და 2023 წლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მოწვეულ სტუმრებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა წარუდგინა.
ანგარიშში ყურადღება გამახვილდა გეგმურ იმუნიზაციაზე, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობაზე, ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის კოლაბორაციული ცენტრის მნიშვნელობაზე, თამბაქოს კონტროლის გაძლიერებასა და სხვა პრიორიტეტულ საკითხებზე.
“ძირითადი პრიორიტეტები ეს არის იმუნიზაცია, როგორც პროფილაქტიკის ყველაზე საჭირო საშუალება. ვგეგმავთ, რომ დაიძლიოს მთლიანად C ჰეპატიტის პრობლემა ქვეყანაში და ყველა ინფიცირებულ ადამიანს გაეხსნას საშუალება, ჩაიტაროს C ჰეპატიტის საწინააღმდეგო მკურნალობა“, - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.
მისივე თქმით, შემუშავდა ტუბერკულოზის კონტროლის 2023-2025 წლების სტრატეგია და ამ მიმართულებით, გაფართოვდა სკრინინგი. დაინერგა ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის ახალი ალგორითმები. გაუმჯობესდა აივ ტესტირებით მოცვა და ინფექციის ახალი შემთხვევების გამოვლენა.
აღინიშნა, რომ 2022 წელს, რეგიონულ დონეზე კვლევების გაფართოების გზით, მოხდა გრიპზე და რესპირატორულ ინფექციებზე ეპიდზედამხედველობის შესაძლებლობების გაძლიერება.
რეგულირების სააგენტოსთან თანამშრომლობით, საქართველოს მასშტაბით, ინფექციის კონტროლის კუთხით 92 სამედიცინო დაწესებულების მონიტორინგი განხორციელდა, სადაც სამედიცინო ინსტრუმენტების ლაბორატორიული კვლევის სტერილობა შემოწმდა.
ანგარიშში საუბარი შეეხო სისხლის უანგარო დონაციის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებსაც.
შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, მინისტრის მოადგილეები ილია ღუდუშაური და თამილა ბარკალაია, ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი