საქართველოს ბანკი აგროსექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, სიღნაღის რაიონ სოფ. ქვემო ბოდბეში მდებარე „თეთრი ფერმა“ აქტიურად აგრძელებს წარმოების განვითარებას.
„თეთრი ფერმა“ 2016 წელს, ჰოლანდიური სოფლის მეურნეობის წარმატებული პრაქტიკის საფუძველზე შეიქმნა. საქართველოს ბანკის მიერ გამოყოფილი 1,9 მლნ. ლარის მოცულობის ინვესტიციით, ფერმამ ჰოლანდიური ჰოლშტეინის ჯიშის საქონელი შეიძინა და 80 ჰა. ჰექტარ მიწის ნაკვეთზე პივოტური სარწყავი სისტემა დაამონტაჟა. დღეს ფერმა ყოველდღიურად 10 ტონა რძის რეალიზაციას ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა მსხვილ მაღაზიათა ქსელში ახორციელებს.
პროექტის ჯამური ღირებულება 15 მლნ. ლარს უტოლდება. თანადაფინანსება ჰოლანდიიდან ხორციელდება.
„თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ „თეთრი ფერმა“ თავიდან ბოლომდე ეყრდნობა ჰოლანდიურ გამოცდილებას. ჰოლანდიური კომპანიის ჩართულობით და მათ მიერ გაზიარებული პრაქტიკული რჩევების საფუძველზე, ჩვენ დავაგეგმარეთ პროექტი, რომელიც აერთიანებს უახლეს ტექნიკა-დანადგარებსა და მეთოდოლოგიას. ეს კი, რძის ნაწარმის უმაღლეს ხარისხზე აისახება. თავდაპირველად, საქმიანობა 200 ჰოლშტეინით დავიწყეთ. დროსთან ერთად, პარტნიორების მხარდაჭერით ეს რიცხვი გავაორმაგეთ და წარმოებაც გავზარდეთ. სამომავლოდ, დიდი სურვილი გვაქვს, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ბიზნესი“, - აცხადებს დიმიტრი ბანკანაშვილი, კომპანიის დირექტორი.
„საქართველოს ბანკი აგრომიმართულებით არაერთ საინტერესო პროდუქტს ქმნის, რათა მომხმარებელს მის საჭიროებებზე მორგებული შესაძლებლობები შევთავაზოთ. მოხარული ვართ, რომ შეღავათიანი აგრო-კრედიტის ფარგლებში, მოგვეცა შესაძლებლობა, წვლილი შეგვეტანა კიდევ ერთი ადგილობრივი ფერმის განვითარებაში. „თეთრი ფერმა“ უკვე რამდენიმე წელია, წარმატებით ახორციელებს უმაღლესი ხარისხის რძის ნაწარმის წარმოებასა და რეალიზაციას. მიგვაჩნია, რომ „თეთრი ფერმა“ ერთ-ერთია იმ ინიციატივებიდან, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის მასშტაბით ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში და ამავდროულად, რეგიონის ეკონომიკის განვითარებაში“ - აცხადებს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი, ზურაბ მასურაშვილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე