მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიცე-პრემიერი: არ გამოვრიცხავ, რომ ანაკლიის კონსორციუმში არბიტრაჟისთვის ემზადებოდნენ

5da6de6ff11c8
ლიკა გურაბანიძე
16.10.19 13:13
963
„ასეთი ფრაზები როდესაც მესმის, როგორიც არის, პოლიტიკური საბოტაჟი, დივერსია და ასეთი ტიპის ბრალდებები, რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმში სინამდვილეში საქმის არბიტრაჟში მიმართვისთვის ემზადებოდნენ,“ - ასე პასუხობს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ჟურნალისტის კითხვას, შესაძლოა თუ არა ანაკლიის პორტის საქმე საერთაშორისო არბიტრაჟში ვიხილოთ.

„გუშინ მოვისმინე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის კომენტარი პარტნიორულ ურთიერთობებთან დაკავშირებით და პარტნიორულ ურთიერთობებს, პირველ რიგში, არ შეესაბამება სწორედ ასეთი ტერმინოლოგიის გამოყენება და მიდგომა", - აღნიშნა ცქიტიშვილმა.  

ცნობისთვის:  ვიცე-პრემიერის თქმით, მთავრობამ გადაწყვიტა, არ ისარგებლოს კონტრაქტის გაწყვეტის უფლებით და ანალიის განვითარების კონსორციუმს კაპიტალის მოძიებისა და $400 მილიონის სესხის დამტკიცებაზე წინასწარი თანხმობის მიღების შესაძლებლობისთვის ვადას მიმდინარე წლის ბოლომდე აძლევს.