13.სექტემბერი .2019 11:30

ვიცე-პრემიერი: არ მაქვს სურვილი, მამუკა ხაზარაძეს ამ ჭორაობაში გამოვყვე

views 308
უკან

„ნამდვილად არ მაქვს სურვილი ბატონ მამუკა ხაზარაძეს ამ ჭორაობაში გამოვყვე,“ - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

კერძოდ, კითხვა გუშინ გადაცემაში „რეაქცია“, საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხება, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილმა მას საკონსტიტუციო სასამართლოში ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის გამოტანა სთხოვა.

„ეს არის ჭორაობა, რომელიც ჩვენ ბატონი მამუკა ხაზარაძესგან არაერთხელ მოგვისმენია,“ - განმარტა მაია ცქიტიშვილმა.

ხაზარაძის განცხადებით, ივანიშვილმა ჩხარტიშვილის საქმეზე საკონსტიტუციოდან სარჩელი გამოატანინა

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა