მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიცე-პრემიერი: მოვუწოდებთ კერძო/საჯარო სექტორს - თანამშრომლები ვამუშაოთ სახლიდან

5fa3d31d99092
ვიქტორია მღებრიშვილი
05.11.20 14:27
1856
საქართველოს მთავრობა კერძო სექტორს დისტანციურ მუშაობაზე გადასვლისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ განცხადება ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთა.

„ჩვენ მოვუწოდეთ საჯარო სექტორს, რომ მაქსიმალურად გადავიდნენ დისტანციურ რეჟიმში და ჩვენ უკვე მოვუწოდეთ კომერციულ სექტორსაც, ყველა დამსაქმებელს და დღესაც მინდა გავიმეორო ეს მოწოდება, და გთხოვოთ ყველას, რომ მაქსიმალურად მოვახერხოთ და ჩვენი თანამშრომლები ვამუშაოთ სახლიდან.

ასევე მოვუწოდებთ 70 წელს გადაცილებულ ჩვენს თანამოქალაქეებს და იმ დასაქმებულებს, ვისაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები და აწუხებთ სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები, მაქსიმალურად გაუფრთხილდით თქვენს თავს და შეძლებისდაგვარად დარჩით სახლში“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ ელემენტარული წესების დაცვა საჭიროა ჯანდაცვისა და ეკონომიკის სისტემა ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
 
„ჩვენ გავააქტიურებთ ყველა დადგენილი წესის შესრულების კონტროლს და, რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში, იძულებულები ვიქნებით გამოვიყენოთ შესაბამისი საჯარიმო სანქციები“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.