მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიცე-პრემიერი: "ქართული ოცნება" არ იძლევა ტყუილ და პოპულისტურ დაპირებებს

5e86009dacc8b
თელარა გელანტია
02.04.20 19:50
666
“ამ ეტაპზე შევძელით, რომ ბიუჯეტიდან გამოგვეყო 2 მილიარდი ლარი. ამ პაკეტში შევიდა კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც არის მიმართული ეკონომიკის გარკვეული სექტორების მხარდასაჭერად, როგორებიცაა ტურიზმის ინდუსტრია, სასტუმროებისთვის საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადავადება, საბანკო სესხის სუბსდირება 50 ნომრამდე სასტუმროსთვის და ასევე იყო შეთავაზებული სახელმწიფოს მხრიდან დღგ-ს დაბრუნება 600 მილიონ ლარამდე, რომელიც უკვე არა მხოლოდ ტურისტულ ბიზნესს, არამედ ზოგადად ბიზნესს მისცემდა საშუალებას შეენარჩუნებინა სამუშაო ადგილები”, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამის გარდა გარკვეული ღონისძიებები იყო მიმართული, სესხების გადავადების ნაწილში, როგორც ფიზიკური პირებისთვის ასევე ბიზნესებისთვის.

მისი თქმით, ეს ღონისძიება ეროვნულ ბანკთან და კომერციულ ბანკებთან შეთანხმებით განხორციელდა. გარდა ამისა გარკვეული ღონისძიებები შეიმუშავა გუნდმა უშუალოდ მოქალაქეებისთვის, რომელიც გუშინ გააჟღერა და რომელიც 1 200 000 ოჯახისთვის ელექტროენერგიის, დასუფთავების და წყლის საფასურის გადახდას და 671 000 ოჯახისთვის გაზის საფასურის გადახდას გულისხმობს.

„ჩვენი პოლიტიკური ძალა, ქართული ოცნების ხელისუფლება არის პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, რომელიც არ იძლევა ტყუილ და პოპულისტურ დაპირებებს. ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ყველა დაპირებას, რადგანაც ეს არის ჩვენი ვალდებულება ყველა ბიზნესის თუ ადამიანების წინაშე. ჩვენ შეგვეძლება კონკრეტული დახმარების პაკეტის შეთავაზება იმ კონკრეტული ამოცანების გადასალახად რომლის წინაშეც აღმოვჩნდებით. დღეს ძალიან გვიჭირს, არა მხოლოდ საქართველოში არამედ უჭირთ ძალიან დიდ ქვეყნებშიც. ძლიერ საფინანსო ინსტიტუტებშიც უჭირთ განსაზღვრონ და გააკეთონ ზუსტი პროგნოზი იმისა თუ რამდნ ხანს გაგრძელდება პანდემია, კონკრეტულად რომელ სექტორზე და რა სახით აისახება ეს გამოწვევა და აქედან გამომდინარე პრაქტიკულად ყველა ქვეყნის მიერ შეთავაზებული პაკეტები თავისი მოქალაქეებისთვის და ბიზნესისთვის იყო მიმართული პირველ რიგში იმისკენ ,რომ ამ რთულ ეტაპზე დავეხმაროთ მათ შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები, თავისი ბიზნესი და მოქალაქეებს დაეხმარონ ფინანსური ამოცანების გადაწყვეტაში. ჩვენ შევთავაზებთ მოსახლეობას და ბიზნესს კონკრეტულ ზომებს, იმის მიუხედავად თუ როგორ განვითარდება მოვლენები“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.