13.მარტი .2020 17:47

ვიცეპრემიერი კონტრაქტორებს მადლობას უხდის - „სამუშაოები არც ერთი დღით არ შეგვიჩერებია“

views 137
უკან

კორონავირუსის გავრცელების შედეგები, უარყოფითი თვალსაზრისით, ყველაზე სწრაფად ტურისტულ სექტორზე აისახა. ამიტომ, პრემიერის დავალებით, გაიმართა შეხვედრები ამ ბიზნესის წარმომადგენლებთან და მათთან კონსულტაციებით შემუშავდა საკომპენსაციო ღონისძიებები, რაც სექტორს ამ რთული პერიოდის გადატანაში დაეხმარება. ამასთან, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის სტიმულირება და ამის მაგალითია 600 მილიონი ლარის დამატებითი ფულადი რესურსის ეკონომიკაში ჩაშვება, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ შეღავათით ყველა პროფილის ბიზნესი ისარგებლებს, - განაცხადა დღეს კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია კაპიტალური ხარჯების ნაწილი და ამ მიმართულებით მთავრობის ინიციატივა, რაც დამატებით 300 მილიონი ლარით კაპიტალური პროექტების დაფინანსებას ითვალისწინებს.

„მინდა მადლობა ვუთხრა ყველა კონტრაქტორ კომპანიას, რომელიც პირნათლად ასრულებს აღებულ ვალდებულებებს. მიუხედავად არსებული სირთულეებისა, ჩვენ სამუშაოები არც ერთი დღით არ შეგვიჩერებია და ვიმედოვნებთ, რომ ამ პროცესის ასეთივე ტემპით გაგრძელებას შევძლებთ. კვარტალი ჯერ არ დასრულებულა, თუმცა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ შარშანდელთან შედარებით ორჯერ უკეთესი შესრულება გვაქვს, რაც ყველა იმ ადამიანის დამსახურებაა, ვინც გამოწვევების მიუხედავად აგრძელებს მუშაობას“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა