მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიცეპრემიერი "ანაკლიის კონსორციუმის" მიერ ვალდებულებების შესრულების პერსპექტივას ვერ ხედავს

5dea5477e5b1e
BM.GE
06.12.19 17:14
982
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიერ წლის ბოლომდე მათი ვალდებულებების შესრულების “არანაირი პერსპექტივა” არ ჩანს. საუბარია კაპიტალის მოზიდვისა და ბანკებთან 400 მილიონი დოლარის ოდენობის სესხის ხელშეკრულების გაფორმებაზე, რაც კონსორციუმმა მთავრობასთან დადებული ხელშეკრულებით მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა უზრუნველყოს.

„ყველანი ვთანხმდებით, რომ ქვეყანას სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი და რაც შეიძლება მალე. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელებსაც არაერთხელ უთქვამთ რამდენად მნიშვნელოვანია არ გამოვტოვოთ ის მომენტი, როდესაც შავ ზღვაზე აქტიური კონკურენციაა პორტებს შორის და ამ დროს ჩვენ გვჭირდება, რომ ეს პორტი სწრაფად შევიყვანო ექსპულატაციაში. ამ პირობებში, ჩვენ გვყავს ისეთი პარტნიორი, ინვესტორი, რომელსაც სამწუხაროდ აქვს სირთულეები, პირველ რიგში, დაფინანსების მოპოვებაში და შესაბამისად, ამ პროექტის განხორციელებაში და ეს გრძელდება ბოლო ორი წლის განმავლობაში. ალბათ, უნდა შევთანხმდეთ ყველანი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ამ პროექტის სისრულეში მოყვანა, ორი წლის განმავლობაში კი უშედეგოდ ხდება გადავადება და ახლა, როდესაც ორწლიანი ვადა იწურება ამ თვის ბოლოს, არანაირი პერსპექტივა არ ჩანს არც ბანკებისგან 400 მილიონიანი სესხის მიღების, არც 120 მილიონის საკუთარი კაპიტალის მოზიდვის, ახალი ინვესტორის და შესაბამისად პორტის ოპერატორის შემოყვანის და ა.შ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს იმის პასუხისმგებლობა, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება მივიღოთ ამ ფაქტთან დაკავშირებით,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, კონკრეტულ ინვესტორთან ურთიერთობის გაწყვეტა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს პროექტის ჩაშლას. რაც შეეხება საარბიტრაჟო სასამართლოში შესაძლო დავას, მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ სამწუხარო იქნება თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს კონსორციუმი, რადგან ეს ნამდვილად შეაფერხებს პროექტის სწრაფად განხორციელებას.