მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიცე–პრემიერსა და ანაკლიის კონსორციუმის გენერალურ დირექტორს პარლამენტში იბარებენ

5dad9fb2c12e1
BM.GE
21.10.19 16:10
1539
საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან კობერიძე, კოლეგებთან ლევან გოგიჩაიშვილსა და კობა ნარჩემაშვილთან ერთად საქართველოს ვიცე-პრემიერს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილსა და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალურ დირექტორს ლევან ახვლედიანს პარლამენტში, ღია ფორმატის შეხვედრაზე დასასწრებად იწვევს.

დეპუტატების აზრით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე, აღნიშნული შეხვედრა საშუალებას მისცემს ყველა მხარეს, ღიად ისაუბროს ანაკლიის პორტის თემაზე, რათა საზოგადოებამ მიიღოს ამომწურავი პასუხები და გაიგოს ორივე მხარის პოზიცია.