მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვიცი, ჩემს დანაშაულს არ აქვს გამართლება" – covid-ინფიცირებული სპორტსმენი ბოდიშს იხდის

5e8b6c8382800
თამთა ჯიჯავაძე
06.04.20 21:51
1681
კორონავირუსით ინფიცირებული სპორტსმენი გიორგი ღვინჯილია ყველას, ვინც მის გამო კარანტინში გადაიყვანეს, ბოდიშს უხდის. შესაბამისი ვიდეომიმართვა სპორტსმენმა კლინიკიდან გაავრცელა.

„გულწრფელი ბოდიში მინდა მოვუხადო ყველა იმ ხალხს, რომლებიც ჩემს გამო ახლა კარანტინში იმყოფებიან. გულწრფელად ყველას ვუხდი ბოდიშს, ვიცი დამნაშავე ვარ და ჩემს დანაშაულს არ აქვს გამართლება. მაგრამ ეს შეგნებულად არ გამიკეთებია... არანაირი სიმპტომები არ გამაჩნდა, არც სიცხე, არც ხველება და არც ყელის ტკივილი. ვიყავი სრულიად ჯანმრთელი. თავს ვგრძობდი მშვენივრად. ოთხ ადამიანთან მქონდა მჭიდრო კონტაქტი ეს ორი დღე ერთად გავატარეთ. და ერთ ადამიანთან ერთად სახლში ვცხოვრობდი, ერთ ოთახში ერთი ბოთლიდან და ერთი ჭიქიდან ვსვამდით“, – ამბობს სპორტსმენი.

როგორც ღვინჯილია ამბობს, მაშინ როდესაც ის სამეგრელოში ხალხს ხვდებოდა, სიმპტომები არ ჰქონდა. მისი თქმით, მას მაქსიმუმ 16 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.