მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Victoria's Secret მაღაზიების მეოთხედს დახურავს

5ec7bdeae8196
ნათია თაქთაქიშვილი
22.05.20 19:35
1015
ქალის თეთრეულის მსოფლიოში ცნობილი მწარმოებელი კომპანია Victoria's Secret მაღაზიების მეოთხედს დახურავს აშშ-სა და კანადაში მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

როგორც Victoria's Secret-ის მფლობელი L Brands აცხადებს, კომპანია 250 მაღაზიას დახურავს და შესაძლოა, ეს მხოლოდ დასაწყისი იყოს და დახურული მაღაზიების რაოდენობა მომდევნო წლების განმავლობაში კიდევ გაიზარდოს. 

ამ ეტაპზე ჩრდილოეთ ამერიკაში კომპანიას 1,100 მაღაზია აქვს.

L Brands ასევე აღნიშნავს, რომ Victoria's Secret-ის ტანის მოვლის საშუალებების ხაზის მაღაზიების დახურვასაც გეგმავს, მათი რაოდენობა ჯამურად ჩრდილოეთ ამერიკის მასშტაბით, 1,700 შეადგენს და უმეტესობა სავაჭრო ცენტრებშია განლაგებული.

CNN აღნიშნავს, რომ მიუხედავად L Brands-ის გადაწყვეტილებისა, ტანის მოვლის საშუალებებზე მოთხოვნა პირველ კვარტალში გაზრდილი იყო და შესაბამისად, ონლაინ გაყიდვებიც 85%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

პირველი კვარტლის მონაცემებით, ჯამში L Brands-ის გაყიდვები 37%-ით არის შემცირებული, რაც კორონავირუსის გამო მაღაზიების დახურვამ განაპირობა.