მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიეტნამის ხელისუფლებამ Volkswagen-ი დააჯარიმა

5dc265286160f
მიხეილ ხაჩიძე
06.11.19 17:40
1249

ვიეტნამის ხელისუფლებამ Volkswagen-დააჯარიმა. გადაწყვეტილება გერმანული კომპანიის ტექნიკურ შეცდომას მოჰყვა. კერძოდ, ავტომწარმოებელმა  სანავიგაციო პროგრამაში სამხრეთ ჩინეთის ზღვის დიდი ნაწილი, ჩინეთის ტერიტორიად მოიხსენია. ვიეტნამის საბაჟო სამსახურმა კი განაცხადა, რომ ამით გერმანელებმა ვიეტნამის სუვერენიტეტი დაარღვიეს.

 

კომპანიის მიერ შედგენილმა დემარკაციამ ყურადღება ჰოი ჩი მინის ავტოშოუში მიიპყრო. რუკაზე ზღვის არეში მდებარე სადავო ტერიტორია ჩინეთის შემადგენლობაშია შეყვანილი. VW სპიკერმა ფაქტი დაადასტურა და აღნიშნა, რომ შემდგომი დეტალები ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია.

 

Volkswagen-მა ახლავე ჯარიმა უნდა გადაიხადოს, რომლის მოცულობაც, სავარაუდოდ, 1544 ევრო იქნება, ხოოლო კომპანია World Auto Company-ს, რომელიც პასუხისმგებელი იყო ჩინეთიდან ვიეტნამში Volkswagen–ის ავტომობილების შეყვანაზე, აღნიშნულის უფლება ექვსიდან ცხრა თვის ვადით უჩერდება.