მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ვიღაცამ თუ ქორწილი გადაიხადა, ეს ყველა რესტორანზე არ უნდა ვრცელდებოდეს”- ბიზნესი ტიკარაძეს პასუხობს

60771fd972e81
ანუკა ჯოხაძე
15.04.21 00:15
563
ჯანდაცვის მინისტრისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებებს, იმის შესახებ რომ რესტორნებზე, ინფიცირების ზრდის ნაწილში მნიშვნელოვანი წილი მოდის, კერძო სექტორი არ ეთანხმება. რესტორან "ხამანწკას" დამფუძნებელი კრიტიკულად აფასებს აღნიშნულ ფაქტს და აქვს კითხვაც. მისი თქმით, საინტერესოა რაზე დაყრდნობით გაკეთდა შესაბამისი შეფასებები. თინა ვაშაკიძე შესაბამის სტატისტიკას ითხოვს, რომლის საფუძველზეც დადასტურდება ეკატერინე ტიკარაძისა და ამირან გამყრელიძის ბრალდებები სარესტორნე ბიზნესის მიმართ.

“ლაჩარი რომ თავისზე სუსტზე ძალადობს მუდმივად, აი ზუსტად ასეთ მდგომარეობაში ვართ. იმიტომ რომ, რაც არ უნდა მოხდეს პირველი ყოველთვის რესტორნებს მოადგებიან ხოლმე. ასე ხდება მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო. თუმცა არანაირი სტატისტიკა არ არსებობს, რამდენია ინფიცირების მაჩვენებელი რესტორნებში. არც ცნობილი შემთხვევაა ისეთი, რომ ვიღაც რესტორანში დაინფიცირდა. თუმცა თუ ვიღაცამ ქორწილი გადაიხადა რესტორანში, ეს არ უნდა ვრცელდებოდეს ყველა რესტორანზე, არ არის სამართლიანი მიდგომა. ამის პარალელურად, მეორე საკითხია ის, რომ სამსახურის დასრულების შემდეგ 8 საათზე ჩემი თანამშრომელი რომ გადის რესტორნიდან, ამის შემდეგ უწევს ხალხმრავალ მეტროში ჩასვლა, რომ კომენდანტის საათის დაწყებას მიასწროს სახლში. ამას რატომღაც არავინ აქცევს ყურადღებას.”-აცხადებს რესტორან "ხამანწკას" დამფუძნებელი თინა ვაშაკიძე.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა კორონავირუსის გავრცელების ყველაზე დიდ წყაროდ რესტორნებს ასახელებს, სადაც სოციალური ღონისძიებები იმართება. ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სწორედ რესტორნებში ყველაზე ნაკლებადაა დაცული აუცილებელი პირობები და ისინი ყველაზე მეტად არღვევენ დათქმებს, რომლებიც მათი გახსნისას დაწესდა.