მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვიღებ შენიშვნას, მაგრამ მთავარი ადამიანების უსაფრთხოებაა“ - კალაძე მეტრო ვარკეთილის აღდეგენაზე

61febad4611e9
ვიქტორია მღებრიშვილი
05.02.22 21:54
1997
თბილისის მერი კახა კალაძე ვარკეთილის მეტროსადგურში ჭერის ჩამონგრევის შემდეგ სადგურის რეაბილიტაციის დროში გახანგრძლივების შესახებ საზოგადოებაში არსებულ უკმაყოფილებას და შენიშვნებს იღებს და აცხადებს, რომ პროცესები სადგურის მოკვლევითმა სამუშაოებმა გაახანგრძლივა. აღნიშნულ თემაზე მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

„ვარკეთილის მეტროში მთლიანად ტექნიკური კვლევების ჩატარება დავიწყეთ, რომ სამუშაოების განხორციელების შემდეგ იგივე შედეგი არ დადგეს. სამწუხაროდ, საქართველოში ამ მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ბევრს არ აქვს. ჩემი სამეგობროს თხოვნით, მოგვიწია უცხოელების ჩართვა, რომ დაგვხმარებოდნენ, ჩაგვეტარებინა ყველანაირი კვლევა იმისთვის თუ რამდენად მდგრადია არსებული გვირაბი, რაიმე პრობლემას ხომ არ წარმოადგენს, სამუშაოები როგორ უნდა განხორციელდეს და ა.შ.

ჩემთვის, როგორც ქალაქის მერისთვის მთავარი უსაფრთხოების თემაა, რადგან ყოველდღიურად მეტროთი ძალიან ბევრი ადამიანი გადაადგილდება, შესაბამისად, გვინდოდა ყველაფერი დეტალურად გვქონოდა შესწავლილი. ამ ყველაფერს გარკვეული დრო დასჭირდა. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი დრო გავიდა და შეიძლება ვიღაცამ გვითხრას - ამდენი ხნის განმავლობაში ერთ სადგური ვერ გაგიკეთებიათო. აბსოლუტურად გეთანხმებით და ვიღებ ამ შენიშვნას, მაგრამ ჩემთვის პირადად მთავარია ადამიანების უსაფრთხოება და საქმე ისე გაკეთდეს, რომ ხვალ-ზეგ იგივე არ განმეორდეს“, - განაცხადა კახა კალძემ.

მისი თქმით, არსებობს პროექტი და დიზაინი და მას შემდეგ ამ სამუშაოების განმახორციელებელი კომპანია გამოვლინდება, სამუშაოები დაიწყება.

ცნობისთვის: ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია 2016 წელს, დავით ნარმანიას მერობის დროს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. ადგილზე სამუშაოები კომპანია შპს “ყვარელმშენმა" განახორციელა. სამუშაოები მაშინ თითქმის 350 000 ლარი დაჯდა. 2018 წლის 30 იანვარს კი რეაბილიტირებულ ვარკეთილის მეტროსადგურში ჭერი ჩამოინგრა, რის შემდეგაც კომპანია “ყვარელმშენის" წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს. თბილისის მერიამ ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციაზე ტენდერი მიმდინარე წლის 19 იანვარს გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება 7 057 389 ლარია.