მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვიმედოვნებ, ჟურნალისტები საქართველოში იქნებიან დაცულნი და საქმის კეთებას უსაფრთხოდ შეძლებენ“

62f1687e43747
ვიქტორია მღებრიშვილი
08.08.22 23:44
1072
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი იმედოვნებს, რომ საქართველოში ჟურნალისტები იქნებიან დაცულნი და თავისი პროფესიული საქმის კეთებას ქართველი ხალხის სახელით უსაფრთხოდ შეძლებენ. ამის შესახებ მან „ფორმულასთან“ ინტერვიუში საქართველოში მედიათავისუფლების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კელი დეგნანი აღნიშნავს, რომ მედია აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლოს შემდეგ ქვეყანაში მეოთხე ძალას წარმოადგენს, რომელიც ხელისუფლებას საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულს ხდის.

„მედიის თავისუფლება დიდი ხანია ძალიან მნიშნელოვანი პრიორიტეტია ჩვენთვის, ისევე როგორც ეს მსოფლიოს მრავალ სახელმწიფოშია. მედიის თავისუფლება ინფორმირებული საზოგადოებისთვის ძალიან მნიშნელოვანია. ასე იღებს საზოგადოება ზუსტ ინფორმაციას და უზრუნველყოფს მთავრობის ანგარიშვალდებულებას. მედია მოქალაქეების თვალი და ყურია და მათ უნდა თავისი სამუშაოს შესრულება უსაფრთხოდ, შევიწროვების, ცემის ან დაშინების გარეშე უნდა შეეძლოთ.

ამიტომ ყველა მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა უზრუნველყოს, რომ ჟურნალისტებს სამუშაოს შესრულება უსაფრთხოდ და ჩარევის გარეშე შეეძლოთ. ვფიქრობ, ეს არის ისევ ის რის შეხსენება და განმტკიცება უნდა გავაგრძელოთ.

ჩვენ მას ვუწოდეთ მეოთხე ძალას აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლოსთან ერთად, რადგან ის ნებისმიერი დემოკრატიის ფუნდამენტური ნაწილია. იმედი მაქვს ჟურნალისტები საქართველოში მიიღებენ დაცვას და იგრძნობენ, რომ მათ შეუძლიათ უსაფრთხოდ გასვლა და თავისი საქმის კეთება ქართველი ხალხის სახელით“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში.