მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვიმედოვნებ, WHO პანდემიის დასასრულს მალე გამოაცხადებს“ - ჯანდაცვის მინისტრი

6253eaa598b2f
ვიქტორია მღებრიშვილი
11.04.22 12:46
712
ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილი იმედოვნებს, რომ პანდემიის დასასრული ძალიან მალე იქნება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრმა იმის მოლოდინიც გამოთქვა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიის დასრულების შესახებ ძალიან მალე განაცხადებს.

„პანდემიის დასასრული, ვიმედოვნებ, ძალიან მალე იქნება. ვიმედოვნებ, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ძალიან მალე გამოაცხადებს პანდემიის დასასრულს, როგორც წლების წინ გამოაცხადა პანდემიის დასაწყისი. დღეისთვის ყველა პარამეტრი და კრიტერიუმი, რითიც პანდემია იზომება ქვეყანაში, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. ჰოსპიტალიზაცია მინიმუმამდეა დაყვანილი, ინფიცირების გამოვლენის მაჩვენებელი საკმაოდ დაკლებულია და ვფიქრობ, ამ ტენდენციით დასასრული შორს არ უნდა იყოს“, - განაცხადა აზარაშვილმა და დასძინა, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებიდან დღეისთვის მხოლოდ შიდა სივრცეში პირბადის გამოყენებაა დარჩენილი.

„ვაკვირდებით სხვა ქვეყნების ტენდენციას, ზოგიერთი ქვეყანა კვლავ ტოვებს შიდა სივრცეში პირბადის გამოყენებას და ჩვენც ამის გადახედვას არ ვახდენთ“, - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.