მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიმედოვნებთ, 2022 წელს მოსავალი 2-ჯერ და მეტჯერ გაიზრდება - "კაკლის და ნუშის ასოციაცია"

61fa94ce09f89
ინგა მურუსიძე
02.02.22 18:51
825
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

როგორც bm.ge-ს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე, დარგის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს. აღნიშნული ასოციაცია ფერმერთა ჯგუფის მიერ 2018 წელს შეიქმნა. ასოციაციაში გაერთიანებული არიან ნუშისა და კაკლის პირველადი მწარმოებლები, მებაღეები და ფერმერები, ასევე ნუშის და კაკლის გადამამუშავებელი მეწარმეები, პროდუქციის დილერები და ექსპორტიორები.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ნუშის და კაკლის მოსავალი ქვეყანაში წლიდან წლამდე იზრდება და ასოციაციაში იმედოვნებენ, რომ 2022 წელს მოსავალი მნიშვნელოვნად, 2-ჯერ და მეტჯერ გაიზრდება, რაც გადამამუშავებელი მიმართულებით საქმიანობის გააქტიურების წინაპირობას წარმოადგენს.

ასოციაციის წარმომადგენელთა განცხადებით, ბუნებრივია, ორიენტირი ევროპულ ბაზარზეა აღებული, მაგრამ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილება მოხდეს სწორედ მაღალი ხარისხის ადგილობრივი პროდუქციით.

„დარგობრივ ასოციაციებთან შეხვედრა ყოველთვის სასარგებლოა. მნიშვნელოვანია, რომ ასოციაცია 800-მდე ფერმერს აერთიანებს. გავეცანით დარგში არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებს. დღეს ისინი ძირითადად ორიენტირებული არიან კაკლის იმპორტის ჩანაცვლებაზე, რაც საერთო ეკონომიკური განვითარების ჭრილში ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტიც არის. ამავდროულად, მათ აქვთ ძალიან კარგი ზრდის პერსპექტივები და ვფიქრობ, რომ მათი საჭიროებების და გამოწვევების ჩვენს ყოველდღიურ პოლიტიკაში გათვალისწინება ჩემი, როგორც კომიტეტის თავმჯდომარის ერთ-ერთი ვალდებულებაცაა“, - განაცხადა ნინო წილოსანმა შეხვედრის შემდეგ.