მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვიმსჯელებთ სპორტული გადაცემების ტრანსლაციის გათიშვაზე“ - ბიზნესი მთავრობას მიმართავს

61a8a0ea5ea64
ინგა მურუსიძე
02.12.21 14:30
2424
სათამაშო ბიზნესის ასოციაცია მთავრობას მიმართავს. როგორც ასოციაციის წევრები ამბობენ, იმ შემთხვევაში, თუკი მთვრობა დაანონსებულ ცვლილებებს მიიღებს, ბიზნესი საგადასახადო წნეხს ვერ გაუძლებს და გარკვეული ნეგატიური ნაბიჯების გადადგმა დასჭირდება.

„გადავწყვიტეთ გავაჟღეროთ ჩვენი გულის ტკივილი, სამომავლო სტრატეგია და გვინდა, რომ მთავრობამ მოგვაქციოს ყურადღება. მთავრობამ უნდა მიაქციოს ყურადღება ბიზნესს, რომელსაც საკმაოდ დიდი კონტრიბუცია შეაქვს ბიუჯეტში“, - განაცხადა დღეს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი მამულაიშვილმა.

ყველაზე რთულ გადაწყვეტილებად ბიზნესს გადასახადის გაზრდა და მოთამაშეთა ასაკის შეზღუდვა მიაჩნია.

რაც შეეხება სტრატეგიას, თუ რის გაკეთებას გეგმავს ბიზნესი. როგორც გიორგი მამულაიშვილი ამბობს, ყველა ბიზნესი ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა რამდენიმე კონკრეტული იდეა უკვე ჩამოყალიბებულია.

„ვფიქრობთ, ვიმსჯელებთ სპორტული გადაცემების ტრანსლაციების გათიშვაზე, საუბარი გვექნება ასევე სასპონსორო ხელშეკრულებების გაწყვეტაზე, საუბარი იქნება ინვესტიციების შემცირებაზე და ხარჯების ოპტიმიზაციაზე. გამომდინარე იქიდან, რომ დაგეგმილი ცვლილებების ფონზე, ბიზნესს ძალიან გაუჭირდება მისი გაძლება. ვინაიდან გაცხადებული ცვლილებებით აზრი ეკარგება ბიზნესის სპორტულ ნაწილს, იძულებული გავხდებით, განვიხილოთ სპორტის პროდუქტის, ონლაინ ტოტალიზატორის გათიშვის საკითხი“, - აღნიშნა მამულაიშვილმა.

შეგახსენებთ: პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიმდინარე თვის ბოლომდე პარლამენტს წარედგინება კანონპროექტი, რომელიც სათამაშო ბიზნესში შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.

ყველაფერი, რაც აზარტული თამაშების რეგულირებაზე მთავრობის გეგმას ეხება