29.მარტი .2020 22:20

ვინ აფინანსებს ქართველი მუსიკოსების ონლაინ კონცერტებს? -მერიის განცხადება

views 625
უკან

"დარჩი სახლში, ჩვენ დავუკრავთ თქვენთვის!"- ამ მოწოდებით უკვე რამდენიმე დღეა თბილისის მერისა და თბილისის მერიის ფეისბუქ გვერდებზე ქართველი მომღერლები ონლაინ კონცერტებს მართავენ.

როგორც თბილისის მერიაში BM.GE-ის განუმარტეს, აღნიშნული აქტივობა თბილისის მერისა და მუსიკოსების ერთგვარი საჩუქარია თბილისელებისთვის, შესაბამისად, მათი თქმით, ონლაინ კონცერტები და მუსიკოსების ჰონორარი თბილისის ბიუჯეტიდან არ ფინანსდება.

დამატებით დეტალებზე თბილისის მერიაში არ საუბრობენ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა