მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ ან რა უშლის ხელს სასმელი წყლის ექსპორტს?.. ქვეყნის გარედანაც მირეკავენ - დეპუტატი

61bb4e807ab54
ვიქტორია მღებრიშვილი
16.12.21 18:34
5198

საპარლამენტრო უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას, რომელსაც "მინისტრის საათის" ფორმატში პარლამენტში უსმენენ, რამდენიმე კითხვით მიმართა, რომელთაგან ორი დეპუტატის შეფასებით, „ძალიან მტკივნეულია კითხვებია".

ლადო კახაძის კითხვები ქვეყნის საგარეო ვაჭრობას, ინვესტიციებს და ენერგეტიკას შეეხებოდა.

„მინდა გკითხოთ, შეიცვალა თუ არა ექსპორტის სტრუქტურა, თუ ისევ ტრადიციულია?

ასევე, ძალიან მტკივნეული კითხვა უნდა დავსვა, რაზეც წლებია ვსაუბრობ, რა უშლის ხელს სასმელი წყლის საექსპორტო პოტენციალში ჩართვას, ვინ ან რა? იქნებ ამაზე პასუხები მოსახლეობამ მიიღოს, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით ქვეყნის გარედანაც მირეკავენ.

ახლა იმპორტის სტრუქტურა როგორია და იმპორტის ჩამნაცვლებელი რა იმედი გაგვაჩნია ჩვენივე ქვეყნის ხელშეწყობისთვის?

საპრივატიზაციო ნუსხით გამოტანილი ქონება, რომელიც 250 მლნ ლარად გაიყიდა, რამდენია ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორი?

ყველაზე მტკივნეული და გაჭირვებაგამოვლილი ენერგეტიკა - რომელი ქვეყნები ისწრაფვიან ჩვენს ენერგეტიკაში საინვესტიციო პოტენციალის ჩასადებად? იქნებ დაგვისახელოთ ეს ქვეყნები“, - მიმართა კახაძემ ეკონომიკის მინისტრს.

უნდა აღინიშნოს, რომ დეპუტატმა გასულ წელს პრემიერობის კანდიდატ გიორგი გახარიას სასმელი წყლის სახელმწიფო პროგრამის შექმნა შესთავაზა. ამ წინადადებით ლადო კახაძე ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე გამოვიდა, სადაც მაშინ გიორგი გახარიას უსმენდნენ.