04.ოქტომბერი .2019 22:00

ვინ არიან Forbes 400-ის ახალბედა მილიარდერები

views 560
უკან

Forbes-ის 400 უმდიდრესი ამერიკელის რეიტინგში, რომელიც ორი დღის წინ გამოქვეყნდა, 19 ახალბედა მილიარდერია - ისინი რეიტინგში  პირველად მოხვდნენ.

წელს 400 უმდიდრესი ამერიკელის სიაში მოსახვედრი ბარიერი 2.1 მილიარდი დოლარი იყო - ეს მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით არ შეცვლილა.



19 დებიუტანტიდან, ოთხი რეიტინგში ოჯახის აქტივების მემკვიდრეობის ან განქორწინების შედეგად მიღებული ქონების განაწილების შედეგად შევიდა. მათ შორისაა  აგვისტოში გარდაცვლილი დევიდ კოხის ქვრივი ჯულია კოხი და პლანეტის უმდიდრესი მამაკაცის ჯეფ ბეზოსის ყოფილი მეუღლე მაკენზი ბეზოსი.




მემკვიდრეობით მიიღეს ქონება ასევე, უილიამ ლაუდერმა, რომელიც საოჯახო ბიზნესის იმპერიების, კოსმეტიკური კორპორაცია Estée Lauder-ის დირექტორი და თანამფლობელია და ერნესტ გარსია III-მ, რომელიც Forbes 400-ის სიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტია.



დანარჩენმა 13-მა ახალბედა მდიდრებმა, რომელთა ასაკი 43-დან 84 წლამდეა, წარმატებას მიაღწია სხვადასხვა ინდუსტრიაში -  დაწყებული თავდაცვის სფეროდან, თამაშებისა და პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებით დამთავრებული. მათ შორის ყველაზე მდიდარია ტიმ სვინი, რომლის სტუდია Epic Games, მისი მთავარი თამაშის ბლოკბასტერის Fortnite-ის წარმატების გამო, სწრაფად იზრდება.




კიდევ ერთი საყურადღებო დებიუტანტია ორლანდო ბრავო, ის პუერტო რიკოელი წარმოშობის პირველი ამერიკელი მილიარდერია "ფორბსის" ისტორიაში.  ახალგაზრდობაში  პროფესიონალურად იყო ჩართული ჩოგბურთში, მოგვიანებით სწავლობდა ბრაუნიის უნივერსიტეტში და კარიერა Wall Street-ზე განავითარა.




Forbes- ის სიაში მოხვედრისთვის მილიარდერებს ტრადიციულად რთული გზის გავლა უწევთ. 19 ახალბედას შორის ერთადერთი ემიგრანტი მეწარმე ჯეი ჩაუდრია. ის ინდოეთის ჰიმალაის პატარა სოფელში, ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე გაიზარდა. მან ახალგაზრდობაში დისლექსია განიცადა. შესაბამისად, სკოლის დატოვება მოუხდა. მხოლოდ 17 წლის ასაკში ჯეი შეერთებულ შტატებში ჯარში წავიდა. ჩაუდრიმ მალევე პრობლემის დამარცხებაც მოახერხა.

 

 

Forbes 400-ის რეიტინგში შესული 19 დებიუტანტი მილიარდერი:





1. ჯულია კოხი: $ 41 მლრდ



2. მაკენზი ბეზოსი: $36,1 მლრდ



3. ტიმ სვინი: $4,5 მლრდ



4. მარგო ბირმინგემ პერო: $4,2 მლრდ



5. ნილ ბლუ: $4,1 მლრდ



6. ჯენის მაკნეირი: $ 4 მლრდ



7. ენტონი ვუდი: $3,9 მლრდ



8. ჯეი ჩოდრი: $ 3,6 მლრდ



9. ჰერბერტ ვერტჰაიმი: $ 3,1 მლრდ



10. ორლანდო ბრავო: $ 3 მლრდ



11. უილიამ ლაუდერი: $ 2,8 მლრდ



12. პიტერ გასერი: $ 2,7 მლრდ



13. ერნესტ გარსია III: $ 2,3 მლრდ

 

14. ანულ ბუსრი: $2,2 მლრდ



15. ჯიმ კავანო: $ 2,2 მლრდ



16. ბრაიან შეტი: $ 2,2 მლრდ



17. ჯეფრი განდლეკი: $ 2,1 მლრდ



18. ჰერი ლოფერი: $ 2,1 მლრდ



19. ჩედ რიჩისონი: $ 2,1 მლრდ