02.ოქტომბერი .2019 18:24

ვინ არიან ანაკლიის პორტის ინვესტორები, რომლებიც კონსორციუმმა მთავრობას წარუდგინა?

views 2458
უკან

დაახლოებით ორი კვირის წინ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყო ანაკლიის პორტის პროექტის პოტენციურ ინვესტორებზე.

კონსორციუმის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტში „მერიდიან კაპიტალის“ გარდა მოიაზრება ერთ-ერთი ამერიკული საინვესტიციო ფონდიც, რომლის შესახებაც ინფორმაცია წარედგინა საქართველოს მთავრობას.

„საქმის კურსის“ ეთერში, ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა დაადასტურა, რომ ერთ-ერთი პოტენციური ინვესტორი არის „მერიდიან ჯგუფი“ და ასევე კომპანია Van Oord, რომელიც პორტის დაღრმავების სამუშაოებს აწარმოებდა.

რაც შეეხება ამერიკულ ფონდს, რომლის ვინაობა ამ დრომდე არ კონკრეტდება, ცქიტიშვილი ამბობს, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება პროექტის კაპიტალში მონაწილეობის შესახებ ფონდისგან დადასტურებული არ არის და არც კონსორციუმს წარმოუდგენია შესაბამისი ინფორმაცია.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან გვაქვს საუბარი ურთიერთობის ნაწილში ორ შემადგენელზე. ერთია 400 მლნ დოლარის ოდენობით საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან გამოსაყოფ სესხზე და მეორე 120 მლნ დოლარის ოდენობით საკუთარ კაპიტალზე. როცა ინვესტორებზე ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ ამ 120 მლნ დოლარის შევსებაზე.

ამ ეპატზე არის წარმოდგენილი „მერიდიან კაპიტალი“ და არის კიდევ „ვანორდი“, კომპანია, რომელიც დაღრმავების სამუშაოებს აწარმოებდა და შედარებით მცირე ინვესტიციაზეა საუბარია.

ამერიკული ფონდი არ ყოფილა(წარმოდგენილი), თუმცა გვქონდა საშუალება მათთან გვესაუბრა. ჯერჯერობით ის (ოფიციალურად) წარმოდგენილი და განხილვის ეტაპზე ჩვენთან არ არის. როგორც ჩანს, კონსორციუმი აწარმოებს მოლაპარკებებს, თუ ამას აქვს ადგილი.

მეორე თემა, რომელიც უფრო დიდია, როცა ანაკლიის დაფინანსებაზე ვსაუბრობთ 400 მილიონის მოცულობის სესხი მნიშვნელოვანი ნაწილია დაფინანსების, რომელიც უნდა იქნას გამოყოფილი.

ამ მიმართულებით ველოდებით კონსორცუმისგან ინფორმაციას როგორც (საერთაშორისო) ბანკებისგან, ისე მისი კაპიტალის ინვესტორებისგან იმ შეთანხებებზე, თუ რა პირობებით მოხდება მათთვის სესხის გამოყოფა თუ ინვეტიციის ჩადება. 15 ოქტომბერი არის ბოლო ვადა“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.