20.მარტი .2023 21:00

ვინ არის და რა გამოცდილება აქვს ირაკლი კოვზანაძის ადგილმონაცვლე თენგიზ შარმანაშვილს?

ვინ არის და რა გამოცდილება აქვს ირაკლი კოვზანაძის ადგილმონაცვლე თენგიზ შარმანაშვილს?
views 1061
უკან

გავრცელებული ინფორმაციით, თენგიზ შარმანაშვილი პარლამენტის წევრი ხდება. შარმანაშვილი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის ადგილმონაცვლეა, რომელმაც სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადება ოფიციალურად უკვე დაწერა.

თენგიზ შარმანაშვილი 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „პოლიტიკური ორგანიზაცია - ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“. 

თუმცა მანამდე, 2018 წლიდან 2022 წალმდე იგი პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველის პოსტს იკავებდა. 

2016 - 2017 წლებში იყო პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე;

1995 - 1997 წლებში - ფრაქცია „სახალხო“ - ფრაქციის წევრი;

1995 -1997 წლებში - ფრაქცია „ეროვნულ-დემოკრატი“ - ფრაქციის წევრი;

1996 - 1997 წლებში იყო ადამიანის უფლებათა და ეროვნულ უმცირესობათა საკითხების კომიტეტი - კომიტეტის წევრი;

1995 -1999 წლებში - საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;

1995 -1995 წლებში -საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტი - კომიტეტის წევრი;

1997 -1999 წლებში იყო სამართალდამცავი ორგანოების ზოგიერთი თანამდებობის პირის ანტიკონსტიტუციურ ქმედობათა შემსწავლელი დროებითი; საგამოძიებო კომისია - კომისიის წევრი

1996 - 1999 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის კორუფციასთან ბრძოლის დროებითი საგამომძიებლო კომისია - კომისიის წევრი;

1997 - 1999 წლებში იყო ეუთო - საპარლამენტო დელეგაციის წევრი;

1997 - 1999 წლებში სკანდინავია, დანია - საპარლამენტო დელეგაციის წევრი;

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა